მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თოლია“ თბილისში კიდევ ორ ბრენდულ სანაყინეს გახსნის

news image
mbc image

ნაყინის მწარმოებელი კომპანია „თოლია“ ზაფხულის სეზონზე თბილისში კიდევ 2 ბრენდირებული სანაყინის გახსნას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „თოლია“ მარკეტინგის დირექტორმა სანდრო ლომთაძემ განაცხადა, დღეისათვის „თოლია“ ბაზარზე 28 სანაყინითაა წარმოდგენილი. 

„წელს ძირითადად სიახლეები „თოლიას“ სანაყინე კაფეების მიმართულებით გვექნება. სეზონის განმავლობაში რამდენიმე სანაყინე დაემატება.

დღეისათვის თოლია 28 ობიექტს ფლობს და კიდევ 2 ობიექტის დამატებას ვაპირებთ“, - აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა. 

სანაყინე „თოლიას“ ორი ძირითადი მიმართულება აქვს, ეს არის რბილი ნაყინი და  სკუტის ნაყინი ე.წ ამოსაღები ნაყინი, ბურთები. სანაყინეში არის ასევე შეიკი, ცივი და ცხელი ყავა.

„იანვრიდან დავამატეთ დონატების მიმართულება. ამ ეტაპზე 9 სახეობის დონატი გვაქვს“, - აღნიშნა სანდრო ლომთაძე.

მისივე განმარტებით, გასული წელთან შედარებით „თოლიას“ ფასები არ გაუზრდია და არც სეზონის განმავლობაში გეგმავს. რაც შეეხება გაყიდვების მაჩვენებელს, კომპანიის მარკეტინგის დირექტორის თქმით, მიმდინარე 6 თვეში გაყიდვები 8%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ „თოლია“ ქართულ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს. კომპანია 58 დასახელების ნაყინს უშვებს. რაც შეეხება სანაყინე ხაზს, საქართველოს მასშტაბით „თოლიას“ 28 სანაყინე აქვს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა