„თოლიას“ გაყიდვები 10%-ით გაიზარდა - როგორ აფასებს კომპანია 2026 წლის პირველ 6 თვეს
2026 წლის პირველ 6 თვეში „თოლიას“ გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „თოლიას“ სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა ბერდია ბედიაშვილმა განუცხადა.
„2026 წლის პირველ 6 თვეში ჩვენს საანაყინეებში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 10%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა, უფრო მაღალ ზრდას ველოდით. ამინდებმა გარკვეულწილად ხელი შეგვიშალა, რადგან ზაფხულის პერიოდში ცუდი ამინდით გამოირჩეოდა.
ზაფხულში ყველაზე მაღალი მოთხოვნა ნაყინზე, ცივ ყავასა და შეიკებზეა. შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ძირითადი აქცენტი ცხელ ყავაზე, ცხელ შოკოლადზე, ჩაიზე და დონატებზეა.
გაფართოების მიმართულებით, 2027 წლის გაზაფხულზე თბილისში ახალი ობიექტის გახსნას ვგეგმავთ. რეგიონებში უკვე გვაქვს ობიექტები რუსთავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. თუ რეგიონებიდან ახალი შეთავაზებები გვექნება, მათაც აუცილებლად განვიხილავთ“, - აღნიშნავს ბერდია ბედიაშვილი.
სხვა სიახლეები
„თოლიას“ გაყიდვები 10%-ით გაიზარდა - როგორ აფასებს კომპანია 2026 წლის პირველ 6 თვეს
24.09.2026.18:00