TOP 10 იმპოტრიორი კომპანია - ვინ არიან მფლობელები
ვინ ფლობს საქართველოში TOP 10 იმპორტიორ კომპანიას, რომელთაც 2023 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში ყველაზე მეტი პროდუქცია შემოიტანეს?
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შემდეგი TOP 10 იმპორტორი კომპანია გამოიკვეთა (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით:
სს გეფა - სამეთვალყურეო საბჭო მართავს. თავმჯდომარე/წევრი: ირაკლი გოგია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გიორგი გორდაძე, წევრი: ირაკლი გილაური, წევრი: ლევანი დადიანი, წევრი: მიხეილ აბრამიძე.
შპს Caucasian Metals Terminal - გოჩა კურდღელია -15%, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება C.I.I. Clay Industries International Limited, HE278917 /კვიპროსი/, 85% ფლობს.
შპს ავერსი-ფარმა - პაატა კურტანიძე - 67%, ნიკოლოზ კურტანიძე - 33% ფლობს.
შპს ალტა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს დაგეტა კაპიტალი 47.5%, ნინო ფირცხალავა - 0.2%, ინგა ზურაბიანი - 0.2%, ანა დათაშვილი - 0,3%, ნინო ქანთარია - 0.7%, ნანა კასრელიშვილი 7.3863%, თეა კაკაბაძე - 29.0579%, კახა ჭოველიძე - 3%, დავით სოფრომაძე- 2.4%, გრიგოლი ნიკოლაიშვილი 1.6137%, ზურაბ ტაბიძე - 2%, ლევანი ნიკოლაიშვილი - 5.0994%, გია ზაზაშვილი - 0.2927%, თეიმურაზ ნიკოლაიშვილი - 0.25%.
შპს ზუმერი ჯორჯია - ვაჟა რეხვიაშვილი - 20%, გიორგი მუშკუდიანი - 24%; დიმიტრი კიკაჩეიშვილი - 20%, ლევან გაფრინდაშვილი -10%; დავითი კვარაცხელია - 6% გიორგი თუთარაშვილი - 4% გოჩა სამხარაძე -16%.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი - ლევან სურგულაძე - 27.9% ( წილის მმართველი გიორგი სურგულაძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/) გიორგი სურგულაძე - 34.875% დავით გულაშვილი - 10%, გიორგი გულაშვილი 27.225%.
შპს პსპ ფარმა - თენგიზ ჯამელაშვილი - 5%, კახაბერ ოქრიაშვილი - 95%.
შპს რომპეტროლ საქართველო - ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი.,/ნიდერლანდები/ - 100%.
შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Energy Investment Venture Holdings, 4916402 /აშშ - 100%
შპს ტოიოტა კავკასია - ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ, 1800-01-031731 /იაპონია/, - 100%.
საქართველოში ტოპ 10 იმპორტიორ კომპანიას შორის ფარმაცევტული, ავტოიმპორტიორი და ნავთობიმპორტიორი კომპანიები არიან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.