TOP-10 კომპანია, რომელმაც პირველ კვარტალში უცხოეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა
ცნობილია, TOP-10 კომპანია, რომელმაც პირველ კვარტალში უცხოეთში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდა. Business Insder Georgia-სთვის საქსტატიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი პროდუქცია შემდეგმა კომპანიებმა გაიტანეს:
(ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ ფლობს TOP-10 ექსპორტიორ კომპანიას:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალისს, რომელიც 1997წელს დაფუძნდა ფლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V., 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო, 05.05.1995. დირექტორი ივანე მაჭავარიანი.
სს რუსთავის აზოტი - მმართველობის ორგანო აქციონერთა კრება სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე/წევრი: პრაკაშ კეჯრივალ, /სინგაპური/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: რაჰულ სინგჰ, /ინდოეთი/ წევრი: ეფრემ ურუმაშვილი, გენერალური დირექტორი ჯეი პრაკაშ ჯაჯუ /ინდოეთი/.
RMG Copper- სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე/წევრი: დმიტრი ტროიცკი, /რუსეთის ფედერაცია/ თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: დმიტრი კორჟევი, /რუსეთის ფედერაცია/ წევრი: ირინა ნიკიფოროვა, /რუსეთის ფედერაცია/ აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძე.
შპს აჭარა ტექსტილე - 100%-ს ფლობს ს.ს "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ", თურქეთი/
შპს კ და ქართული სპირტი - ვახტანგ კარიჭაშვილი, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 80% გიორგი ღამბაშიძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 20%.
შპს კავკასიის ავტოიმპორტი - ლევან სურგულაძე, 27.9% გიორგი სურგულაძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ გიორგი სურგულაძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ 34.875% დავით გულაშვილი, 10% გიორგი გულაშვილი, 27.225%.
შპს მნ გრუპი-2021 - სულხან ხვედელიძე, 33% გიორგი თურქაძე, 17% გურამ თალაკვაძე, 50%.
შპს ტოიოტა კავკასია - ტოიოტა ცუშო კორპორეიშენ, /იაპონია/,100%.
შპს ჯეი თი აი კავკასუს - კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება JT International Holding B.V., /ნიდერლანდები/ - 100%.
შპს ჯორჯიან მანგანეზი - შპს ფერომედი 100%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 326.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ შემცირდა 9.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3 373.3 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 721.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 619.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 330.6 მლნ. აშშ დოლარით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.