TOP 10 ყველაზე ყურებადი ფილმი საქართველოს კინოდარბაზებში - Cavea Cinemas რეიტინგი
საქართველოს კინოდარბაზებში 2025 წლის 6 თვის მაჩვენებლებით ყველაზე ყურებადი ფილმი „ლილო და სტიჩი“ იყო.
როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოს კინოთეატრების მფლობელ კომპანია Cavea Cinemas-ში განუცხადეს, 2025 წლის პირველ ნახევარში Cavea-ს კინოთეატრებში ყველაზე გაყიდვადი ფილმი დინ ფლეიშერ-კემპის „ლილო და სტიჩი“ იყო.
ფილმი, რომელიც ბევრ ჟანრს აერთიანებს ქართველი მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველაზე ყურებად/მოთხოვნადი ფილმების რეიტინგში მეორე ადგილზეა „მაინკრაფტი“.
Cavea Cinemas-ს მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის პირველ ნახევარში ყველაზე ყურებად/მოთხოვნადი ფილმების TOP-10 ასე გამოიყურება:
1. ლილო და სტიჩი
2. მაინკრაფტი
3. პადინგტონი 3
4. ოპერაცია პანდა
5. როგორ მივარჯულოთ დრაკონი
6. კაპიტან ამერიკა: ახალი სამყარო
7. ახალი სამყარო
8. ფიფქია
9. ბრიჯიტ ჯონსი ბიჭზე გაგიჟებული
10. ახალი შურისმაძიებლები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.