TOP-5 გამომცემლობა ბრუნვის მიხედვით - ვინ არიან მფლობელები
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2024 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 გამომცემლობა გამოიკვეთა:
·შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
·შპს გამომცემლობა ინტელექტი
·შპს გამომცემლობა პალიტრა L
·შპს მედია კვირის პალიტრა
·შპს ნეოსტუდია
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 1999 წელს დაფუძნდა. მესაკუთრეები არიან ბაკურ სულაკაური 50% და თინათინ მამულაშვილი 50%;
შპს გამომცემლობა ინტელექტი - 2000 წელს დაფუძნდა; მესაკუთრეები არიან ბუბა კუდავა 20% კახმეგი კუდავა 51%; მაია კუდავა, 29%;
შპს გამომცემლობა პალიტრა L - 2008 წელს დაფუძნდა. მესაკუთრეები არიან: ირაკლი თევდორაშვილი 75%; ზაზა ბუაძე 25%;
შპს ნეოსტუდია - 1995 წელს დაფუძნდა. 100%-ს ფლობს მანანა შევარდნაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.