TOP 5 გამომცემლობა - ვინ არიან მფლობელები
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი გამომცემლობები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 გამომცემლობა გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ორი მფლობელი ჰყავს - თინათინ მამულაშვილი - 50%, ბაკურ სულაკაური - 50%.
შპს გამომცემლობა ინტელექტს სამი მფლობელი ჰყავს - ბუბა კუდავა -20%, კახმეგი კუდავა - 51%, მაია კუდავა - 29%.
შპს გამომცემლობა პალიტრა L -ს ირაკლი თევდორაშვილი - 90%-ს და ზაზა ბუაძე -10%-ს ფლობენ.
შპს გამომცემლობა მერიდიანს სამი მფლობელი ჰყავს - კახაბერ რუსიძე - 34%, გიორგი გიგინეიშვილი - 33%, გიორგი კილაძე - 33%.
შპს ელფის გამომცემლობის 100% თინათინ დიდებულიძე ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.