TOP 5 კერძო სკოლა 2026 წლის II კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2026 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 კერძო სკოლა გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ახალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 08/08/1996. კომპანიის 50%-ის მფლობელია ირაკლი თოფურია, ხოლო 50%-ის მარინა ჟღენტი. დირექტორები - ირაკლი თოფურია და მარინა ჟღენტი.
შპს ევროპული სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 01/09/2006. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თეა ჭეიშვილი. სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: გელა ბეჟუაშვილი, წევრი: ნანა მოსიძე, წევრი: გიორგი სიჭინავა, წევრი: სვეტლანა ლამბრიანოვა, წევრი: თეა ჭეიშვილი.
შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - რეგისტრაციის თარიღია 05/09/2019: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია. დირექტორი - ბადრი ჯირაშვილი.
შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 20/05/1996. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება განათლების განვითარების ჯგუფი. დირექტორი - გიორგი მელაძე. სამეთვალყურეო საბჭო წევრი: ირაკლი მატკავა, წევრი: ქსინფუ ვანგ, წევრი: სიაოწინ შაო.
შპს ბრიტანულ ქართული აკადემია - რეგისტრაციის თარიღია: 03/02/2006. კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია ნათია ჯანაშია, 70%-ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს საქართველოს განათლების ჯგუფი. დირექტორი - ბადრი ჯირაშვილი.
სხვა სიახლეები
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
12.10.2026.12:23
PSP-მ, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, ექსკლუზიური პარტნიორის - იტალიური სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი PIC Solution-ისგან ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ჯილდო PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის გადაეცა, ამასთან აღიარება - ბრენდის ელჩად.
15-17 სექტემბერს იტალიის ქალაქ სალსომაჯორეში PIC Solution-ის დისტრიბუტორთა 26-ე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 45 ქვეყნის 150 წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის PIC Solution-ის სპეციალური ჯილდო - Best Sales Management გადაეცა.
შეხვედრის ორგანიზატორების მიწვევით, PSP-მ ღონისძიებაზე პრეზენტაციაც წარადგინა და სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა. საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება - 25 მაისს PSP PIC Solution-ის ელჩად დასახელდა, რაც კომპანიებს შორის ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
PIC Solution იტალიური წარმოშობის, ჯანმრთელობის სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც ინოვაციურ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პროდუქტებს ქმნის. ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტში შედის არტერიული წნევის საზომი აპარატები, მათ შორის RAPID სერია, ციფრული და ინფრაწითელი თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები, დიაბეტის მართვის მოწყობილობები, აეროზოლები, ნებულაიზერები და სხვა სამედიცინო პროდუქტები.
„PIC-სა და PSP-ს მრავალწლიანი, წარმატებული ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მიიღონ წვდომა ბრენდის ინოვაციურ პროდუქტებსა და სიახლეებზე.
PIC-ის საერთაშორისო შეკრებებზე PSP -ს აღიარება და ჯილდოები მოტივაციას გვმატებს, რომ გავაგრძელოთ წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რათა დისტრიბუტორებს შორის ქართული კომპანიის სახელი მაქსიმალურად ხშირად დაუკავშირდეს საერთაშორისო აღიარებას მსოფლიო მასშტაბით“, - აცხადებენ PSP-ში.