TOP 5 კერძო სკოლა ბრუნვის მიხედვით - ვინ არიან მფლობელები
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2024 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 კერძო სკოლა გამოიკვეთა:
ვინ არიან კერძო სკოლების მფლობელები:
შპს ახალი სკოლა - 1998 წელს დაფუძნდა, რომელსაც ორი მესაკუთრე ჰყავს: წილის მმართველი ირაკლი თოფურია, 50%; მარინა ჟღენტი -50%. მმაღთველი ორგანოა საერთო კრება.
შპს ბრიტანულ ქართული აკადემია - 2021 წელს დაფუძნდა, მფლობელები:ნათია ჯანაშია - დირექტორი და 30%-ის მფლობელი, შპს საქართველოს განათლების ჯგუფი - 70%;
შპს ევროპული სკოლა - 2006 წელს დაფუძნდა. ბიზნესის 100%-ს თეა ჭეიშვილი ფლობს. სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გელა ბეჟუაშვილი.
შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - 2019 წელს დაფუძნდა. ბიზნესის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია ფლობს;
შპს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა - 2016 წელს დაფუძნდა. სკოლას 6 მფლობელი ჰყავს: იოსებ ხუციშვილი -22.5%; გრიგოლ ბულია - 22.5% ; მინდია საბანაძე - 25%; მიხეილ ბატიაშვილი- 5%; ირაკლი თევდორაშვილი - 18.75%; ზაზა ბუაძე - 6.25%.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.