TOP 5 კერძო სკოლა საქართველოში - ვინ არიან მფლობელები
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის მეოთზე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 კერძო სკოლა გამოიკვეთა:
შპს ახალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 08/08/1996. კომპანიის 50%-ის მფლობელია ირაკლი თოფურია, ხოლო 50%-ის მარინა ჟღენტი. დირექტორები - ირაკლი თოფურია და მარინა ჟღენტი.
შპს ევროპული სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 01/09/2006. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თეა ჭეიშვილი. სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: გელა ბეჟუაშვილი, წევრი: ნანა მოსიძე, წევრი: გიორგი სიჭინავა, წევრი: სვეტლანა ლამბრიანოვა, წევრი: თეა ჭეიშვილი, წევრი: მარინა ნებიერიძე.
შპს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა - რეგისტრაციის თარიღია 05/09/2019: კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბრიტანულ ქართული აკადემია. დირექტორი - ბადრი ჯირაშვილი.
შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - რეგისტრაციის თარიღია: 20/05/1996. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება განათლების განვითარების ჯგუფი. დირექტორი - გიორგი მელაძე. სამეთვალყურეო საბჭო წევრი: ირაკლი მატკავა, წევრი: ქსინფუ ვანგ, წევრი: სიაოწინ შაო.
შპს ბრიტანულ ქართული აკადემია - რეგისტრაციის თარიღია: 03/02/2006. კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია ნათია ჯანაშია, 70%-ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს საქართველოს განათლების ჯგუფი. დირექტორი - ბადრი ჯირაშვილი.
სხვა სიახლეები
როგორია Ruso’s-ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები
08.06.2026.16:00
Ruso's დესერტების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ხელნაკეთ, ვიზუალურად გამორჩეულ ტკბილეულს სთავაზობს. ბრენდის კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, რუსო დაუშვილს ესაუბრა.
„სამოყვარულო დონეზე ყოველთვის ვიყავი კულინარიით გატაცებული, თუმცა უფრო აქტიურად პროექტ „მასტერშეფში“ მონაწილეობის შემდეგ გავაგრძელე განვითარება და ჩემი ჰობი საქმიანობად ვაქციე. თავდაპირველად ასორტიმენტი პასკებს მოიცავდა, ამ ეტაპზე კი მომხმარებელს 5 სახეობის დესერტს ვთავაზობთ. ასორტიმენტს მუდმივად ვზრდით, ვტესტავთ ახალ პროდუქტებს და სამომავლოდ გაფართოებასაც განვიხილავთ“,- აცხადებს რუსო დაუშვილი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხზე ორიენტირებული მიდგომაა.
„საკონდიტრო მიმართულებით პროფესიული განათლება არ მაქვს მიღებული, რაც ერთის მხრივ შეიძლება მინუსადაც ჩაითვალოს, თუმცა მეორე მხრივ ეს მეტ თავისუფლებას მაძლევს ექსპერიმენტებისთვის და უფრო გაბედული გადაწყვეტილებების მისაღებად. Ruso’s-ის მთავარი უპირატესობა ხარისხია - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის შენარჩუნება, ამიტომ ვამჯობინებთ, პროდუქტი შედარებით მაღალი ფასის იყოს, თუმცა ხარისხი უცვლელად შევინარჩუნოთ.
პროდუქცია სრულად ხელნაკეთია და მცირე რაოდენობით მზადდება,
რაც მას ინდუსტრიული წარმოებისგან განასხვავებს. თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ - განსაკუთრებით პასკების შემთხვევაში, რომლებსაც ყოველთვის ფორმებში ვაცხობ. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ სამსახური - ეს არის ჰობი, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვფიქრობ, სწორედ ეს სიყვარული და დეტალებზე ზრუნვა განგვასხვავებს ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან“,- აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

Ruso’s პროდუქციის მიმართ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„ბოლო პერიოდში მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მარტო ფიზიკურად ვეღარ ვუმკლავდები, ამიტომ დავამატე თანამშრომლები. სამომავლოდ კი ვგეგმავ ფიზიკური ობიექტის გახსნას, სადაც უფრო მეტ მომხმარებელს მოვემსახურებით.
ეს იდეა დიდი ხანია მაქვს და მჯერა, რომ წარმატებული იქნება. მინდა, მომხმარებელს გავახსენო ის სახლური გემოები, რომლებიც ნოსტალგიურ განცდას იწვევს და ამავე დროს მაღალი ხარისხით გამოირჩევა“,- ამბობს რუსო დაუშვილი.

ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია Glovo-ს პლატფორმის მეშვეობით.