TOP 5 კერძო უნივერსიტეტი 2026 წლის II კვარტლის ბრუნვის მიხედვით
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ცნობილია (2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემები).
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 უნივერსიტეტი გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 20/07/1995. კომპანიის 50%-ის მფლობელია შპს პროგრეს 2012, 25%-ის ნურლან სადიგზადე, 12.5%-ის ვახტანგ წივწივაძე, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ვასილ ჩიგოგიძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვახტანგ წივწივაძე.
შპს კავკასიის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/10/2004. კომპანიის აქციების 82%-ის მფლობელია ხატია გოგლიძე, 10,5%-ის თორნიკე შენგელია, 2.5%-ის ბორის ლეჟავა, 2.5%-ის მანანა თურქია, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის რატი სხირტლაძე. დირექტორი - კახა შენგელია.
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რეგისტრაციის თარიღია: 19/11/2001. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გია კავთელიშვილი. რექტორი - გია კავთელიშვილი.
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/01/2005. კომპანიის 32.8%-ის მფლობელია რობერტ-მაიკლ ქაუგილი, 21%-ის თამარ ციციშვილი-ქაუგილი, 12.9%-ის ნინო ტორონჯაძე, 9%-ის ქენეთ ენდრიუ ქათშო, 9%-ის რუსუდან ციციშვილი, 5.1%-ის ანა შუბლაძე, 5.1%-ის თეიმურაზ ტორონჯაძე, 2.5%-ის ლია მუხაშავრია, 1.3%-ის ზაზა რუხაძე, 1.3%-ის ხათუნა ჭანუყვაძე. დირექტორი - რობერტ-მაიკლ ქაუგილი (პრეზიდენტი).
შპს ევროპის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 27/12/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ლაშა კანდელაკიშვილი. პრეზიდენტი - ლაშა კანდელაკიშვილი.
სხვა სიახლეები
მეღვინეობა „ლევანიტა“ - ოჯახური მემკვიდრეობის და თანამედროვე ქართული მეღვინეობის ახალი ისტორია
02.11.2026.12:00
საქართველოში ღვინო არასდროს ყოფილა უბრალოდ სასმელი - ეს არის 8000 წლიანი კულტურის, მიწისა და ადამიანის დაურღვეველი კავშირის, უძველესი სიბრძნისა, სიმშვიდისა და მრავალფეროვნების სიმბოლო, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
ამ დიდებულ ისტორიულ რუკაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ მცირე, ავთენტური მარნები, რომლებიც მასობრივ წარმოებას ინდივიდუალიზმს და უნიკალურ ხასიათს უპირისპირებენ. ზუსტად ასეთი გამორჩეული ხელწერით შეიქმნა „მეღვინეობა ლევანიტა“ - ბრენდი, რომელიც მამისა და შვილის სიყვარულიდან იღებს სათავეს და თანამედროვე ქართული მეღვინეობის რუკაზე სრულიად ახალ, ესთეტიკურ სივრცეს ქმნის.
სოფელი მარანი მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი როდია, ის მდიდარი ტრადიციებისა და ოჯახური მემკვიდრეობის საძირკველია, სადაც ნაყოფიერი მიწა და რბილი კლიმატი ვაზს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს. სწორედ ამ გარემოში, იქმნება „ლევანიტას“ ინდივიდუალური ისტორია. ბრენდის მთავარი ძალა მის უნიკალურობასა და ექსკლუზიურობაშია - კომპანია მიზნად ისახავს ქართული ენდემური ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენასა და პოპულარიზაციას.
ამ ინდივიდუალური მიდგომის საუკეთესო გამოხატულებაა ჩვენი პირველი ღვინო - როზე, რომელიც იშვიათი იმერული წითელყურძნიანი ჯიშისგან, მგალობლიშვილისგან მზადდება. ღვინო ხასიათდება ნათელი ლალისფერი ტონებით, ცოცხალი მჟავიანობითა და ჰარმონიული სტრუქტურით.
„ლევანიტა“ მეტია, ვიდრე უბრალოდ ღვინის კომპანია - ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც წარსულსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებს, ინარჩუნებს ავთენტურობას და თანამედროვე სტანდარტებს ერწყმის. ბრენდის მისიაა ღირსეული ადგილი დაიკავოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე, რადგან „ლევანიტა“ - ეს არის სიყვარული, რომელიც ღვინოდ იქცა.