TOP-5 კერძო უნივერსიტეტი ბრუნვის მიხედვით - რეიტინგი
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2024 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 კერძო უმაღლესი სასწავლებელი გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან მფლობელები:
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 1995 წელს დაარსდა. კერძო უმივერსიტეტს 5 პირი ფლობს: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პროგრეს 2012, 50%; ნურლან სადიგზადე,აზერბაიჯანი/ 25%; ვახტანგ წივწივაძე12.5%; ვასილ ჩიგოგიძე 12.5%; გიორგი ჩიგოგიძე (12.5%);
შპს კავკასიის უნივერსიტეტი - 2004 წელს დაფუძნდა. მფლობელები არიან: ბორის ლეჟავა 2.5%; მანანა თურქია, 2.5%; თორნიკე შენგელია 10.5%; ხატია გოგლიძე 82%; რატი სხირტლაძე 2.5%.
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ - 2001 წელს დაფუძნდა. 100%-ს გია კავთელიშვილი ფლობს.
შპს საქართველოს უნივერსიტეტი - 2004 წელს დაფუძნდა. კერძო ინივერსიტეტს ფლობენ ნიკოლოზი ალასანია 12.5%; გიული ალასანია 37.5%; მანანა სანაძე 50%.
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 2005 წელს დაფუძნდა. მფლობელები არიან: ლია მუხაშავრია, 2.5% ზაზა რუხაძე, 1.3% ნინო ტორონჯაძე, 12.9% თამარ ციციშვილი-ქაუგილი, 21% რუსუდან ციციშვილი, 7 9% თეიმურაზ ტორონჯაძე, 5.1% ხათუნა ჭანუყვაძე, 1.3% ქენეთ ენდრიუ ქათშო, 9% რობერტ-მაიკლ ქაუგილი, ორმაგი მოქალაქე საქართველო, აშშ/ 32.8% ანა შუბლაძე, 5.1%.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.