მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

TOP 5 კომპანია მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით (მლნ. ლარი) | 2026 3 თვე

news image
mbc image

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2026 წლის 3 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2026 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 521 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის
შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 94 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 802 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 528 მილიონ ლარს.

მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით (მლნ. ლარი) TOP 5

  • იმედი L • Imedi L 124 მლნ. ლარი
  • TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 82 მლნ. ლარი
  • ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 70 მლნ. ლარი
  • ალდაგი | Aldagi 45 მლნ. ლარი
  • Benefits • ბენეფიტსი 44 მლნ. ლარი
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

26.08.2026.15:22

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა. ჯილდოები ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა. გარდა ამისა, ბანკმა მიიღო ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო ბიზნესის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. ჯამში კი ბანკმა პირველ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო და ბიზნეს მიმართულებებით.

ბანკის ინოვაციური მიდგომა გულისხმობს მომხმარებლისთვის იმ სერვისებზე წვდომის გამარტივებას, რომელთა მიღებაც მანამდე სპეციალისტის ჩართულობას ან ფილიალში ვიზიტს მოითხოვდა. ამის მაგალითია საინვესტიციო ანგარიშის ერთ წუთზე ნაკლებ დროში გახსნის ან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციის 1 დოლარიდან შეძენის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს კრიპტოთი ვაჭრობაც შესთავაზა მობილბანკში, სადაც დღეს 100-მდე სხვადასხვა კრიპტო აქტივია ხელმისაწვდომი. 

ბანკის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე, 91%-იანი კმაყოფილების მაჩვენებლით აგვარებს. ამასთან, „შემდეგი საუკეთესო შეთავაზების“ (Next-Best-Offer) სისტემა 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებლებს საკუთარ ინტერესებზე მორეგებულ პროდუქტებს სთავაზობს. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი  ბიზნესებს 1.9 მილიონ მომხმარებელთან აკავშირებს. ღია API პლატფორმა (api.bog.ge) კი ფინტექ კომპანიებსა და ERP პლატფორმებს ბანკის სერვისების პირდაპირი ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებლებისთვის ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ. Global Finance-ის მიერ ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარება სწორედ ამ მიდგომის წარმატებას ადასტურებს. ჩვენ მუდმივად ვქმნით და ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების უფრო მარტივად მართვაში ეხმარება, აძლევს ახალ შესაძლებლობებს და ციფრულ გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულს ხდის. ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ არის - ის მომხმარებლის რეალური საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათთვის პრაქტიკული ღირებულების შექმნას ნიშნავს“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27-ე წელია ავლენს. გამარჯვებულები ვლინდებიან ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მიერ ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. გამოცემა 1987 წელს დაარსდა და 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს. იგი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა