TOP-5 კომპანია, რომელიც გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს - ვინ არიან მფლობელები
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP-5 კომპანია გამოიკვეთა, რომელიც გამწვანების სამუშაოებს ახორციელებს.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან მფლობელები:
კომპანია „გრინსერვისი“ 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიის 50-50%-ს კობა ხარშილაძე და ლაშა ფურცხვანიძე ფლობენ.
შპს ჯიემჯი 2012 წელს დაფუძნდა, რომელსაც ორი მფლობელი ჰყავს და 50-50%-ს გიორგი ლომიძე და გიორგი კალანდაძე ინაწილებენ.
შპს სგ ჯგუფი 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიის 50%-ს გიორგი მანჩხაშვილი, ხოლო მეორე 50%-ს იოსებ მანჩხაშვილი ფლობენ.
შპს ლაგი 21 - 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს იულონ ბეჟანიშვილი ფლობს.
შპს გრინ გეორგია - 2016 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100%-ს ნიაზ დავითაძე ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.