TOP 5 კომპანია, რომელმაც 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში ყველაზე მეტი პრემია მოიზიდა
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 33,4%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სამოგზაურო დაზღვევიდან 11 477 213 ლარის პრემია მოიზიდეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 601 701 ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2024 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 31,4%-ი მოდის.
ჯი პი აი ჰოლდინგმა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 3 605 667 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ია, რომელმაც 2024 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით 1 804 758 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 15,7%-ი მოიპოვა.
სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევაა, რომლის ბაზრის 14,8%-ის მფლობელია და 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 1 695 932 ლარის პრემია მოიზიდა.
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა, რომელმაც მიმდინარე წლის 9 თვეში 1 167 500 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 10.1%-ის მფლობელი გახდა.
TOP-5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, რომელმაც 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 699 601 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 6,1%-იც დაიკავა.
რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2024 წლის 9 თვეში 274 882 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 257,7%-ით მეტია, რადგანაც 2023 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 76 849 ლარი შეადგინა.
გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში 171 844 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 52 383 ლარი შეადგინა.
მთლიანობაში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, ირაოზე, უნისონსა და ალდაგზე გადანაწილდა.
არსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის 9 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 11 477 213 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 274 882 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 2,4% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.