მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TOP 5 კომპანიის საბაზრო წილი 76.0%-მდე გაიზარდა - Galt & Taggart

news image
mbc image

2025 წლის 9 თვეში FMCG ბაზარი წლიურად 10.0%-ით გაიზარდა 17.9 მილიარდ ლარამდე. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდი ლარი შეადგინა (ბაზრის 41.8%), რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით და რეგიონალური ექსპანსიით. ამასთან, სხვა სავაჭრო ფორმატების შემოსავლები წლიურად 8.9%-ით გაიზარდა.

ბრენდული მაღაზიების რაოდენობით რეგიონებმა გადაუსწრეს თბილისს. 2025 წლის 9 თვეში რეგიონებში 2,137 ბრენდული ქსელების მაღაზია ოპერირებდა, რაც წინა წელთან შედარებით 76 ერთეულით არის გაზრდილი და უკვე აღემატება თბილისის მაჩვენებელს (2,055 მაღაზია, სადაც ზრდა 9 მაღაზია იყო). შედეგად, რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები 2025 წლის 9 თვეში წლიურად 16.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში ზრდამ 7.9% შეადგინა.

დეილი ჯგუფი რჩება ბაზრის უპირობო ლიდერად. მისი წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში, ხოლო თბილისში მცირედით უსწრებს ძირითად კონკურენტებს. დეილი ჯგუფის წილი შეადგენს ჯამური ბაზრის 29.1%-ს (რეგიონებში – 41.4%, თბილისში – 19.3%). ბაზრის მეორე პოზიციაზე გადავიდა ორი ნაბიჯი ბრენდული ბაზარის 18.1%-იანი წილით (თბილისში – 19.3%, რეგიონებში – 16.6%). მესამე ადგილზეა ნიკორა ჯგუფი 16.3%-იანი წილით (თბილისში – 19.0%, რეგიონებში – 13.0%). კარფური და აგროჰაბი მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ, შესაბამისად. საერთო ჯამში, ტოპ-5 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში 76.0%-ს შეადგენდა 2025 წლის 9 თვეში.

ელექტრონული კომერცია: ონლაინ FMCG გაყიდვებმა 2025 წლის 9 თვეში 124 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბრენდული FMCG ბაზრის შემოსავლების 1.7%-ია. ონლაინ გაყიდვებში შეინიშნება აღმავალი ტენდენცია, თუმცა მისი წილი დაბალია ევროპის მსგავს ქვეყნებთან შედარებით (საშუალოდ 3.5%). ჩვენი მოლოდინით, ონლაინ FMCG გაყიდვების წილი გაიზრდება და 2030 წლისთვის ბრენდული ქსელების შემოსავლის 4%-ს მიუახლოვდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა