TOP 5 რესტორანი 2025 წლის IV კვარტალში დაფიქსირებული ბრუნვის მიხედვით
საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია მზარდ განვითარებას განიცდის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს. ეს მიმართულება ყოველწლიურად იცვლება და ვითარდება, რის შედეგადაც სექტორში კონკურენციის დონეც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამ კონტექსტში Business Insider Georgia-მ სარესტორნო სფეროს წამყვანი კომპანიები გამოიკვლია და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბრუნვის მიხედვით რესტორნების ტოპ 5 საწარმოს სია.
მაშ ასე, 2025 წლის IV კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP 5 რესტორნები ასე გამოიყურება:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები?
შპს ანტრე 2008 - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 04/03/2008. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თამილა მაისურაძე. დირექტორი - თამილა მაისურაძე.
სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - ემ|გრუპ - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/05/2005, გენერალური დირექტორი - უჩა უგულავა. კომპანიის 64%-იანი წილის მფლობელია უჩა უგულავა, ხოლო 36%-ის ივანე ნიკოლაიშვილი.
შპს ბი თი ეი ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/11/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადოება ბი თი ეი ჰავალიმინლარი იესეკ ვე იჩესეკ ჰიზმეთლერი. დირექტორები - ბაჰა ბულბულ და მეჰმეთ ბადემ.
შპს წისქვილი ჯგუფი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/09/2002. მისი 37.99%-იანი წილის მფლობელია ლაშა ჩხაიძე, 17.51%-იანის - ოთარ ლოლაშვილი, 14.5%-ის - ლიდია ბარამია და 30%-ის შოთა საღლიანი. დირექტორი - გიორგი თავაძე. გენერალური დირექტორია გიორგი შველიძე.
შპს ჯი-ემ-თი მთაწმინდა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/1996. მისი 100%-იანი წილის მფლობელია მთაწმინდა პლატო ჰოლდინგ ქომფანი. დირექტორი - გიორგი თავაძე.
სხვა სიახლეები
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი Leila Meskhi Tennis Academy Cup & Coca Cola
29.05.2026.20:51
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” ორგანიზებით 30 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე ევროპის ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი (TENNIS EUROPE JUNIOR TOUR U 14) - ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ( Leila Meskhi Tennis Academy & Coca-Cola Cup) გაიმართება.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ უკვე მრავალი წელია სპორტისა და არაერთი ახალგაზრდული ინიციატივის მხარდამჭერია. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო ტურნირების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენებს პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს როგორც ქართული სპორტის განვითარებას, ისე ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო სპორტულ სივრცეში. ვინაიდან „კოკა-კოლასთვის“ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მისია და პასუხისმგებლობაა, კომპანია უკვე წლებია ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და მისი ტურნირების მთავარი პარტნიორია.
საერთაშორისო ტურნირში 10-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრება 14 წლამდე გოგონებსა და ვაჟებში, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში გაიმართება. საჩოგბურთო შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აშშ, გერმანია, ისრაელი, ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი.
საკვალიფიკაციო თამაშები 30 მაისს, ხოლო მთავარი ბადის თამაშები 1 ივნისიდან დაიწყება. ფინალური შეჯიბრება და დაჯილდოების ცერემონიალი კი 7 ივნისს გაიმართება.
ტურნირისთვის სპეციალურად მოწვეულია თეთრის სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო მსაჯი, რომელიც ტურნირსა და ადგილობრივი ხაზის მსაჯებს უხელმძღვანელებს.
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობის ამაღლება, ჩოგბურთელებისთვის საერთაშორისო ქულების მოპოვება და საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება.