TOP 5 სააფთიაქო ქსელი ბრუნვის მიხედვით - რეიტინგი
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელები ცნობილია.
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებული ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სააფთიაქო ქსელი გამოიკვეთა:
(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს მერმისი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/10/1995. კომპანიის გენერალური დირექტორია სოსო დავითაშვილი, ის ასევე არის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი.
სს გეფა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/10/1995. მისი გენერალური დირექტორია თორნიკე ნიკოლაიშვილი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ალფაიძე.
შპს იმპექსფარმი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/04/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია დავით კოხრეიძე. ის ასევე არის ამ კომპანიის დირექტორი.
შპს პსპ ფარმა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/11/2002. კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო 5%-ის თენგიზ ჯამელაშვილი. კომპანიის დირექტორია ვაჟა ოქრიაშვილი.
შპს ავერსი-ფარმა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/05/1999. კომპანიის 67%-ისდ მფლობელია პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-ის ნიკოლოზ კურტანიძე.
სხვა სიახლეები
ლოგისტიკურ სექტორს ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა და მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
25.05.2026.14:30
პირველ რიგში, საქართველო ბუნებრივად არის კონკურენტუნარიანი, რადგან ჩვენ აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე ვართ, მეორე მხრივ, ქვეყანაში საკმაოდ კარგი ბიზნესგარემო და საბაჟო პროცედურებია, რაც პროცესების აქსელერაციას ახდენს,- ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი იყო, დღეს უკვე ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი საკმაოდ რთულია, თუმცა დღეს პრაქტიკაში ვხედავთ და ამას ხედავს როგორც ბიზნესი, ისე სახელმწიფო, რომ თუ ადრე საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი და მარშრუტი იყო, დღეს უკვე ყალიბდება ლოგისტიკური ჰაბი. ამ პროცესზე, ბუნებრივია, გლობალური გეოპოლიტიკაც ახდენს გავლენას, ვინაიდან დღეს ბიზნესისთვის მხოლოდ ერთი მარშრუტის იმედად ყოფნა უკვე აღარ არის სანდო. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ცალსახად და მთლიანად შეცვალა რეალობა. დღეს ჩვენ ვხედავთ მძიმე სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში, ამავდროულად, საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს ჩრდილოეთის დერეფანსაც და, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ბოლო ჯერ არ უჩანს“, - აღნიშნა მიხეილ ნამადოვმა.
Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ, საქართველოს სჭირდება ახალი პორტები, რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა, თანამედროვე საბაჟო და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები.
„პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, კერძოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობა. გვჭირდება ახალი პორტები, ახალი საბაჟოები და A კლასის ლოგისტიკური ცენტრები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით შორს ვერ წავალთ. რეალობამ, სამწუხაროდ, ისეთი სურათი მოიტანა, რომელსაც ვეღარ შევცვლით, ამიტომ ამ მოცემულობას უნდა ავყვეთ - კარგია თუ ცუდი, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ჩვენი განვითარების გზა უნდა ვიპოვოთ.
ამ სექტორს ეკონომიკაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა და მრავალი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია. ბოლო წლებში ვხედავთ, რომ შუა დერეფნით ტვირთბრუნვა თითქმის გასამმაგდა. თუ ადრე ეს ევრაზიის კონტინენტზე ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხოლოდ პოლიტიკური იდეა იყო, დღეს შუა დერეფანი უკვე რეალობაა და ამ რეალობამ ცალსახად გვაჩვენა, რომ ეს პროცესი დროებითი არ არის“, - ამბობს Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.