მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

TOP 5 სწრაფი კვების ობიექტი 2026 წლის II კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით

news image
mbc image

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2026 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სწრაფი კვების ობიექტი გამოიკვეთა:

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

• შპს იბერია ფუდ კომპანი
• შპს ვ-ჯეო რესტორნები
• შპს თ და კ რესტორნები
• შპს დან ჯორჯია
• შპს მარგე

შპს იბერია ფუდ კომპანი - რეგისტრაციის თარიღია 22/05/2013. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ოთარი ქათამაძე, ხოლო დირექტორი - ნიკოლოზ ცეცხლაძე.

შპს ვ-ჯეო რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 21/07/2020. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია ლევან ფხაკაძე, 50%-ის სამსონ ფხაკაძე. კომპანიის დირექტორია გივი გვეტაძე.

შპს თ და კ რესტორნები - რეგისტრაციის თარიღია 16/12/1997. კომპანიის 90%-იანი წილის მფლობელია თემურ ჭყონია, ხოლო 10%-ის თენგიზ კაპანაძე. კომპანიის პრეზიდენტია თემურ ჭყონია, გენერალური დირექტორი კი თენგიზ კაპანაძე. 

შპს დან ჯორჯია - რეგისტრაციის თარიღია 20/07/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გლობალ ინვესტორს ლიმიტედ, ხოლო დირექტორი გივი გვეტაძე.

შპს მარგე - რეგისტრაციის თარიღია 07/05/2018. კომპანიის დირექტორი და ამავდროულად, 100%-იანი წილის მფლობელი ბადრი ბაგათელიაა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ ავითარებს „უნიკი“ საბავშვო სამოსის მიმართულებას და რა გეგმები აქვს ბრენდს

19.10.2026.12:00

„უნიკი“ ქართული ბრენდია, რომელიც პატარებისთვის კომფორტულ სამოსსა და ფეხსაცმელს ქმნის და ბაზარზე უკვე 7 წელია ოპერირებს. კომპანია მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად ავითარებს ასორტიმენტს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზეიმო სამოსის მიმართულებას და სამომავლოდ შოურუმისა და მასტერკლასების სივრცის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბრენდის დამფუძნებელმა, მაგდა ზაქარიაშვილმა განუცხადა.

„თავდაპირველად პატარა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელს ვკერავდით - ძირითადად კომბინიზონებსა და ბოდეებს. თუმცა, მომხმარებელთა მოთხოვნამ გვაჩვენა, რომ ინტერესი შედარებით დიდი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სამოსზეც იყო, რის შემდეგაც უფრო აქტიურად განვავითარეთ გამოსასვლელი და საზეიმო ტანსაცმლის მიმართულება. დღეს სწორედ ეს ხაზი გამოირჩევა მაღალი მოთხოვნითა და გაყიდვებით.

თავიდან ძირითადად ბამბის ქსოვილებს ვიყენებდით და ისეთ სამოსს ვქმნიდით, რომლის ჩაცმაც ბავშვს როგორც სახლში, ისე გარეთ შეეძლო. ამ მიმართულებას კვლავ ვინარჩუნებთ, თუმცა ამჟამად უფრო მეტად საზეიმო ტანსაცმელზე ვართ ორიენტირებული. შეკვეთებს ხშირად ვიღებთ საბავშვო ბაღის ღონისძიებებისთვის, კონცერტებისთვის, დაბადების დღეებისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

ჩინური ბაზრის გააქტიურების შემდეგ მსგავსი პროდუქციის გაყიდვები გარკვეულწილად შემცირდა, რადგან მომხმარებლებს ტანსაცმლის შედარებით ხელმისაწვდომ ფასად გამოწერის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ამ პირობებში მნიშვნელოვანია მათ ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ, რომელიც ინდივიდუალური დიზაინითა და ექსკლუზიურობით გამოირჩევა. ვფიქრობ, ამ მიმართულების განვითარება წარმატებით შევძელით - გასულ და მიმდინარე წელს არაერთ საბავშვო ბაღთან ვითანამშრომლეთ და საზეიმო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სამოსი შევკერეთ.

პროდუქციის გამორჩეულობისთვის ქსოვილების ნაწილს საზღვარგარეთიდან ექსკლუზიურად ვიწერთ, ნაწილს კი ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ. უცხოელი მომწოდებლებისგან ისეთი მასალებიც ჩამოგვაქვს, რომლებიც ჩვენს კოლექციებს ინდივიდუალურობას სძენს და მომხმარებლებისთვის განსხვავებული დიზაინის შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს“, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

სამომავლოდ „უნიკი“ არსებული სივრცის სრულფასოვან შოურუმად გარდაქმნასა და მასტერკლასების მიმართულების განვითარებას გეგმავს.

„მომხმარებლებს გამრეკელის მისამართზე ვიღებთ, ხოლო თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე ატელიეში მათ ზომების აღებისა და ტანსაცმლის ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. სამომავლოდ გვინდა, არსებული სივრცე სრულფასოვან შოურუმად ვაქციოთ, სადაც ვიზიტორები პროდუქციის ნახვასა და მზა სამოსის შეძენასაც შეძლებენ. ასევე, ვგეგმავთ ტანსაცმლის გარკვეული მარაგის შექმნას და მასტერკლასების მიმართულების განვითარებას.

ბავშვები, რომლებიც ატელიეში ზომების ასაღებად ან ტანსაცმლის მოსარგებად მოდიან, ხშირად სივრციდან წასვლას აღარ ჩქარობენ. ეს გვაძლევს მოტივაციას, მათთვის შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებიც შევქმნათ. გვინდა, შოურუმი მყუდრო და საინტერესო სივრცედ ჩამოვაყალიბოთ, სადაც ბავშვებს მასტერკლასებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

გარდა ამისა, მომხმარებლებს ფოტოსესიის სერვისსაც ვთავაზობთ. ფოტოგადაღება ჩვენს სივრცეში იმართება, ბავშვებისთვის ჩვენს ტანსაცმელს ვარჩევთ, ფოტოებს კი ჩვენი ფოტოგრაფი იღებს. ამ სერვისის განვითარებას მომავალშიც ვგეგმავთ“, - ამბობს მაგდა ზაქარიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა