მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TOP ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ამანათი გაიგზავნა 

news image
mbc image

ექსპორტი გაიზარდა, რაოდენობასთან ერთად ამანათის საშუალო წონა გაიზარდა, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის კომერციულ ტვირთებზე.

„გამოიკვეთა ისეთი ნიუანსები, რომლებიც ქვეყნებთან მიმართებით, ძირითადად იგივეა. შემიძლია ჩამოგითვალოთ, ექსპორტია ამ შემთხვევაში საინტერესო, რადგან ექსპორტი გაიზარდა, კერძოდ რაოდენობასთან ერთად, ამანათის საშუალო წონა გაიზარდა. ეს არ არის კომერციული ტვირთი, არამედ ფიზიკური პირის გზავნილი - ფიზიკურ პირთან. ექსპორტში, როგორც 2023 წელს ისე 2024 წელს  ლიდერობს ისევ იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი…აქ მხოლოდ მეხუთე ადგილი შეიცვალა, გერმანია ჩანაცვლდა პოლონეთით. მეოთხე ადგილზე ისევ ესპანეთია. რაც შეეხება იმპორტს, ასევე იტალია, გერმანია, საბერძნეთი მიმდინარე და გასულ წელსაც TOP 3-ში იგივე ქვეყნები დარჩა. აქაც მეხუთე ადგილი ჩანაცვლდა, თურქეთი ესპანეთით. ეს არის წონის მიხედვით სტატისტიკა. თუ რაოდენობრივად ავიღებთ, იმპორტში ჩინეთი ლიდერობს ისევ, თუმცა წონა დაბალია და ამ მონაცემით ხუთეულშიც ვერ მოხვდა.  ასეთი მონაცემით ჩინეთი, თურქეთი, იტალია იყო პირველ სამეულში 2023 წელს. 2024 წელს, კი რაოდენობით იტალიამ გაუსწრო თურქეთს. ასევე გაიზარდა საქართველოდან ექსპორტი აშშ-ის მიმართულებით და ამქვეყნიდან იმპორტიც. თუმცა აშშ-დან გამოგზავნილი ამანათების რაოდენობა ბევრად აღემატება“, - აცხადებს ლევან ჩიკვაიძე.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის თქმითვე, ასევე აღსანიშნავია, რომ აქტიურად მუშაობს კომპანიის საერთაშორისო გაცვლის პუნქტი ჩეხეთში, რომელიც ქალაქ პრაღაშია.

„ჩვენ პრაღიდან ვანაწილებთ ევროპის მიმართულებით გზავნილებს. გეოგრაფიულად ჩვენთვის სასურველი ტერიტორიაა და უფრო სწრაფად ხდება მომსახურება, რაც საბოლოოდ საქართველოს ფოსტის სერვისზე აისახება“, - განმარტავს ჩიკვაიძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა