მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ტოტოს ლავანდები“ ტურიზმის ბიზნესში შესვლის შემდეგ კაფეს გახსნას გეგმავს

news image
mbc image

ლავანდის ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „ტოტოს ლავანდები“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, ტურიზმის ბიზნესში შესვლის შემდეგ კაფეს გახსნას გეგმავს. 

როგორც Business Insider Georgia- ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო სანიკიძემ განუცხადა, გეგმავენ ლავანდების ზოლებთან ახლოს კაფე გახსნან, სადაც ტურისტებს უმასპინძლებენ. 

„გასულ წელს პირველად მივიღეთ ვიზიტორები, გეგმაში გვქონდა ტურიზმის მიმართულების განვითარება. გვინდოდა ინფრასტრუქტურა გაგვეხსნა და შემდეგ შეგვექმნა ეს ველი. თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდი იყო და ბევრ ადამიანს სურდა ლავანდის ველის დათვალიერება, რომ გადაწყვეტილება შევცვალეთ და ვიზიტორების მიღება დავიწყეთ. გვიკავშირდებოდნენ ტურისტული კომპანიები და გვთხოვდნენ რომ მათ მარშრუტში შესულიყო „ტოტოს ლავენდების“ ველი და შესაბამისად დაეგეგმათ სტუმრების ვიზიტი“,- ამბობს ნინო სანიკიძე. 

„ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებლის თქმით, სწორედ მაღალი მოთხოვნის გამო, განავითარეს სუვენირების ხაზი.

„ადგილზე გავაკეთეთ მაღაზია, სადაც იყიდება ჩვენი ნაწარმი. წელს გაეროს განვითარების პროგრამის გრანტით, კაფესთვის ინვენტარისა და ტექნიკის ყიდვას შევძლებთ და მომავალში სტუმრებს პატარა კაფეს დავახვედრებთ. გეგმაში გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლოს, ლავანდების შემდგომ ყვავილობაზე აგვისტოს ბოლოს კაფეც  გავხსნათ“, - ამბობს ნინო სანიკიძე.  

როგორც „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი ამბობს, ბიზნესში მუდმივად ახდენენ რეინვესტიციას და ცდილობენ გაზარდონ წარმოება და ლავანდის ზოლების ფართობი.

„ყველაზე მოთხოვნადია სხეულის მოვლის პროდუქტები, საშეები. ამ ყვავილობაზე როცა დეკორისა და სუვენირების ხაზი შემოვიტანეთ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში“, - ამბობს ნინო სანიკიძე.

„ტოტოს ლავანდების“ პროდუქცია ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით იყიდება.

„ტოტოს ლავანდები“ საგურამოში 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ეს არის ოჯახური ბიზნესი, თუმცა ლავანდების რთვლის დროს კომპანია 10-მდე ადამიანს ასაქმებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა