Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები წარადგინა
5-6 დეკემბერს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება - Touch Summit 25 გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ღონისძიება ინოვაციურ იდეებზე დისკუსიებსა და პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობებს აერთიანებდა.
სამიტის პირველ დღეს საქართველოს ბანკის ციფრული გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიგა კაკაშვილმა დამსწრეებს ციფრული პლატფორმის, Ads მენეჯერის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
გიგა კაკაშვილი საქართველოს ბანკში მუშაობს ისეთი პროდუქტების განვითარებაზე, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულ, გამართულ და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად აქცევს.
პრეზენტაციის ფარგლებში მან აუდიტორიას Ads მენეჯერის ეკოსისტემა დეტალურად გააცნო. ეს ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და საქართველოს ბანკის ციფრულ არხებზე საკუთარი ბიზნესის შეთავაზებები განათავსონ.
„Touch Summit 25-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განათლება, ცოდნის გაზიარება და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკოსისტემის გაძლიერება ქვეყანაში. საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ბიზნესებს თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები შევთავაზოთ. Ads მენეჯერი სწორედ ასეთი პლატფორმაა - სივრცე, რომლის მეშვეობით ბიზნესს შეუძლია ეფექტურად და მიზნობრივად დაუკავშირდეს საკუთარ მომხმარებელს. მიხარია, რომ დღეს ამ აუდიტორიას გავუზიარე ინფორმაცია ჩვენს ეკოსისტემასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს”, - განაცხადა გიგა კაკაშვილმა.
Touch Summit-ის წლევანდელი თემატიკა “SPARK THE CHANGE” იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა 40-ზე მეტი სპიკერი 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის Meta-ს, NVIDIA-ს, Google-ისა და სხვა გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების წარმომადგენლები. 1000-ზე მეტ მონაწილეს კი შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა Keynote გამოსვლები და პანელური დისკუსიები, დასწრებოდა ვორკშოფებს, ასევე B2B Startup Expo-სა და Startup Challenge-ს, სადაც სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს ხვდებოდნენ.
საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია Touch Summit-ის მთავარი მხარდამჭერია. როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, ბანკი ცოდნის გაზიარებას, ინოვაციების გავრცელებასა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას აქტიურად უწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.