Toyota აშშ-ში 508 000-ზე მეტ ავტომობილს ბაზრიდან გაიწვევს - მიზეზები
Toyota აშშ-ში 508,354 ავტომობილს გაიწვევს, რადგან ინსტრუმენტების პანელის ეკრანის გაუმართაობამ, შესაძლოა, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ჩვენება შეაფერხოს და ავარიის ან დაზიანების რისკი გაზარდოს, - განაცხადა სამშაბათს აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ.
გაწვევა მოიცავს 2025-2026 წლის გარკვეულ Camry Hybrid-ის მოდელებს.
ავტომობილის პანელის ეკრანის გაუმართაობამ შესაძლოა გამორთოს ავარიული მაშუქები, მოხვევის მაჩვენებლები, უსაფრთხოების ღვედის გამაფრთხილებელი სისტემა და Smart Key-ის შეხსენების ფუნქცია, - განაცხადა ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოების მარეგულირებელმა. მათივე ინფორმაციით, დილერები ავტომობილების ეკრანის პროგრამულ უზრუნველყოფას უფასოდ განაახლებენ.
სხვა სიახლეები
სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს - მიხეილ ნამადოვი
03.11.2026.19:00
სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების მიმართულებით განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს , - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.
გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.
ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.