ტრადიციული რეცეპტი და ახალი გემოები - როგორია „გუდვილის“ სააღდგომო ასორტიმენტი
წელს მომხმარებლებს პასკის 10 განსხვავებულ სახეობას ვთავაზობთ , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ჰიპერმარკეტების წამყვანი ქსელის „გუდვილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა გურანდა არჩუაძემ განუცხადა.
როგორია „გუდვილის“ სააღდგომო პასკების ასორტიმენტი წელს, რა ტიპის პასკებს სთავაზობთ მომხმარებელს?
წელს მომხმარებლებს პასკის 10 განსხვავებულ სახეობას ვთავაზობთ, რაც საშუალებას აძლევს ყველას, საკუთარი გემოვნების შესაბამისი არჩევანი გააკეთოს. ასორტიმენტში დაგხვდებათ ტრადიციული პასკა შაქრის ფხვნილით, ცუკატებით, სადღესასწაულო გაფორმებით, იტალიური ხაზი (პანეტონე ნუშით, შოკოლადით, კოლომბა) და ხაჭოს პასკის ვარიაციები. წლის მთავარი სიახლე კი „გუდვილის“ წარმოების იტალიური პანეტონეებია Bueno-სა და Nutella-ს შიგთავსით.

გარდა საკუთარი წარმოებისა, გვაქვს იტალიური პანეტონეების ძალიან დიდი ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა როგორც დახვეწილი ვიზუალით, ისე განსხვავებული გემოებით, როგორებიცაა: ლეღვი, ბალი, მსხალი და სხვა. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ფორმატისა და წონის პასკა - მცირე, 500-გრამიდან დაწყებული, 850-გრამიანი სადღესასწაულო პანეტონეებით დასრულებული.
რა ინგრედიენტებით და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პასკები - იყენებთ თუ არა ტრადიციულ რეცეპტებს ან განსაკუთრებულ მეთოდებს?
„გუდვილისთვის“ ხარისხი პრიორიტეტია, ამიტომ წელსაც ერთგული ვრჩებით ტრადიციული რეცეპტების. ჩვენი პასკები კლასიკური მეთოდით, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, 82%-იან ნაღების კარაქზე მზადდება, რაც განაპირობებს ნოტიო, ჰაეროვან და გამორჩეულად არომატულ ცომს. თითოეული ინგრედიენტი საგულდაგულოდ არის შერჩეული, რათა მომხმარებელს ის ნამდვილი, სადღესასწაულო გემო შევთავაზოთ, რომელიც მათ ასე უყვართ.

რით არის გამორჩეული „გუდვილის“ პასკები გემოსა და ტექსტურის თვალსაზრისით და რა განასხვავებს მათ ბაზარზე არსებული სხვა პროდუქციისგან?
„გუდვილის“ მთავარი უპირატესობა გემოვნურ თვისებებსა და იდეალურ ტექსტურას შორის დაცული ბალანსია. ის ერთდროულად მსუბუქი, ჰაეროვანი და ნოტიოა. ჩვენი 22 წლიანი გამოცდილება და ტრადიციული რეცეპტის სიზუსტე საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელში სახლში მომზადებული პასკის ასოციაციას იწვევს. სწორედ ეს მრავალწლიანი პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას, ყოველ წელს უცვლელი ხარისხი შევთავაზოთ ერთგულ მომხმარებელს.
რა ზომის/წონის არჩევანია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის?
როგორც აღვნიშნეთ, წელს არჩევანი საკმაოდ დიდია და მორგებულია ნებისმიერ საჭიროებაზე. ასორტიმენტის მრავალფეროვნება - სხვადასხვა შიგთავსითა თუ ვიზუალით - საშუალებას აძლევს თითოეულ სტუმარს, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი გემო და ფორმატი „გუდვილის“ სააღდგომო ასორტიმენტიდან, იქნება ეს პატარა თუ დიდი, ზომის პასკები.

არის თუ არა შესაძლებელი პასკების წინასწარი შეკვეთა და რა არხებით შეუძლიათ მომხმარებლებს შეძენა?
ჩვენი წარმოების სიმძლავრე საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს ყოველდღიურად დავახვედროთ ახალი, სურნელოვანი პასკების დიდი მარაგი. შესაბამისად, სასურველი პროდუქტის შეძენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი როგორც ფილიალებში, ისე ონლაინ მაღაზიაში - goodwill.ge. გარდა ამისა, მაქსიმალური კომფორტისთვის, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს Glovo-ს, Wolt-ისა და Bolt Food-ის მიწოდების სერვისებით.

დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN x MISSONI - დიზაინის, ესთეტიკისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის გამორჩეული საღამო თბილისში
სხვა სიახლეები
ორი დღის განმავლობაში, YE-ს შოუს 70 000 ბილეთი გაიყიდა - Starring Georgia
12.05.2026.18:27