მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

Trump Tower Tbilisi ქმნის უდიდეს სტიმულს ქართული ეკონომიკისთვის და კონკრეტული სექტორისთვის - ლევან ვეფხვაძე

news image

Trump Tower Tbilisi ქმნის უდიდეს სტიმულს ქართული ეკონომიკისთვის და კონკრეტული სექტორისთვის, - აცხადებს  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, Trump Tower Tbilisi-ს  პროექტი საქართველოში მხოლოდ დეველოპერული ინიციატივა არ არის, ის ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია.

„ის სცდება ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტის საზღვრებს. ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი, მათ შორის ქვეყნისთვისაც, რომ საქართველო არის უზარმაზარი ინტერესის ქვეშ.

იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი, დარწმუნებული ვარ, თუ ახლა Google-ის საძიებო სისტემაში მოვძებნით, აღმოაჩენს, რომ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ იმ საინფორმაციო საშუალებაში, სადაც ეს გავრცელდა, საქართველოს შესახებ ძიება - რა არის ქვეყანა, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა - მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.

ამიტომაც, ამ პროექტის ცალკე აღებული განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის ქმნის უდიდეს სტიმულს ქართული ეკონომიკისთვის და კონკრეტული სექტორისთვის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, სად იყო აქამდე განსაკუთრებული ინტერესი დეველოპმენტის მიმართულებით და ახლა რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ნათელია, როგორი სინერგია შეიძლება მივიღოთ საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაძლიერებლად“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

news banner news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება

24.04.2026.18:42

27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.

ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება:

• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;

• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;

• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;

• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.

ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.

ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა