მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს, $2 მილიარდის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის | პრემიერი

news image
mbc image
დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს.
 
"2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის.
ეს არის 280 მეტრის სიმაღლის 62-სართულიანი თაუერი, რაც გახლავთ  თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით.
ეს მასშტაბური თანამშრომლობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი და  კანონზომიერი: საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით. 
ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ღია ეკონომიკა და ამის შედეგია, რომ  თბილისი და ზოგადად ჩვენი ქვეყანა გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება.
ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ალბათ 5 წლის წინაც კი ძალიან რთულად წარმოვიდგენით, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აღინიშნა, რომ  ჩვენს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ამ 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა დოლარში თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტენდენცია, ასეთი დინამიკა იძლევა ახალი მასშტაბის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გლობალური ბრენდის - „ტრამპის ორგანიზაციისა" და მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის ვაშინგტონის ოფისის ჩართულობა ამ პროექტის წარმატების ძალიან  მყარ გარანტიას ქმნის.
 
„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი. 
ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს.
ეს პროექტი ნიშნავს ათასობით  სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. 
2031 წელს, როდესაც ტრამპ თაუერი აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.
საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში. 
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ კომპანიას - მადლობა „არქის", „ინვიას", „საფირ ორგანიზაციას", „ფინვესტს", „ბლოქსტოუნ კაპიტალს" და „ვექტორ ჯგუფს" ამ ინიციატივისთვის და წარმატებას ვუსურვებ. 
 
მადლობას ვუხდი Downtown Tbilisi-ს და Trump Tower-ს, ჩვენს ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებისთვის, მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო, საქართველოს, როგორც სანდო, საიმედო და სტაბილური სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი", -  განაცხადა პრემიერმა.
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

08.10.2026.14:29

მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს სექტემბერშიც არაერთ სიახლეს სთავაზობს. ახალი და გაუმჯობესებული ფუნქციონალები ფინანსური საქმეების კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და მოქნილად მართვას ემსახურება - იქნება ეს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნა, ინვესტირება თუ ყოველდღიური ხარჯების განაწილება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საბავშვო ანაბრის მობაილბანკიდან გახსნის შესაძლებლობაა. ახლა მშობლებს ანაბრის გასახსნელად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ და ამის გაკეთება პირდაპირ საბავშვო სივრციდან, რამდენიმე წამში შეუძლიათ. საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში. თანხის შეტანის ოდენობასა და პერიოდულობას კი, თავად მომხმარებელი განსაზღვრავს. ეს სიახლე განსაკუთრებით ამარტივებს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნას და მშობლებს საშუალებას აძლევს, პროცესი მათთვის სასურველი პირობებით მართონ.

განახლდა მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაც - აშშ-ის აქციებით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი გახდა Extended Trading Hours - გაზრდილი სავაჭრო საათები. მომხმარებლებს ახლა ინვესტირება არა მხოლოდ ბაზრის ძირითად სავაჭრო საათებში, არამედ მის გახსნამდე და დახურვის შემდეგაც შეუძლიათ. შედეგად, ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი დრო 16 საათამდე გაიზარდა. ეს მომხმარებლებს მეტ მოქნილობასა და შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების, კომპანიის ფინანსური შედეგების ან სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებისას ინვესტიციები უფრო სწრაფად მართონ, პირდაპირ მობაილბანკიდან.

კიდევ ერთი განახლება ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალს უკავშირდება. ახლა, მომხმარებლებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ განაწილების ლიმიტი, ბლოკირებული და უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციების განაწილებაც შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში შესრულებულ შესაბამის ტრანზაქციებზე; ხოლო უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციები განაწილებისას ეროვნული ბანკის იმ დღის კურსით კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში.

მობაილბანკის განვითარება მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროებების გაანალიზებასა და იმ ფუნქციონალების შექმნას ეფუძნება, რომლებიც ფინანსური საქმეების მართვას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ახლდება - ემატება ახალი შესაძლებლობები და იხვეწება არსებული ფუნქციონალები, რათა საბანკო გამოცდილება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენს ყოველდღიურობაზე მორგებული გახდეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა