მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია - მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, იმ ადამიანების აღმოჩენას აგრძელებს, რომლებიც განათლების გზაზე არ ჩერდებიან.

„მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მივიღე დასტურის წერილი“ - როდესაც ამ სიტყვებს ისმენ, შეიძლება იფიქრო, რომ ასეთი შედეგი მხოლოდ გამორჩეულად იღბლიან ადამიანებს ახასიათებთ. თუმცა, ანა მარია ფხალაძის ისტორია სულ სხვა რამეს გვიყვება - წარმატება ხშირად სწორედ იმ მომენტში იწყება, როცა ეჭვების მიუხედავად არ ჩერდები და მაინც აგრძელებ გზას.

ანა მარია რუსთავიდანაა. დღეს მას არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს - სწავლას ბრიუსელის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკუთარ საოცნებო მიმართულებაზე გააგრძელებს. თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე მისასვლელი გზა არც ისე მარტივი ყოფილა.

ყველაფერი იმ კითხვებით დაიწყო, რომლებიც თითქმის ყველა ახალგაზრდას უჩნდება, როცა დიდ მიზანზე ფიქრობს:

„იქნებ ეს ჩემთვის არ არის?“

„თუ უარს მეტყვიან?“

„თუ ვერ შევძლებ?“

სწორედ ეს ფიქრები ახლდა ანა მარიასაც, როდესაც საზღვარგარეთ სწავლისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

საერთაშორისო უნივერსიტეტებში განაცხადების მომზადება, დოკუმენტების შეგროვება, გამოცდები, გასაუბრებები და მოლოდინი - ეს პროცესი ხშირად გაცილებით რთულია, ვიდრე საბოლოო შედეგი ჩანს. თითოეულ ეტაპზე ახალ გამოწვევასთან გიწევს გამკლავება, თუმცა სწორედ ამ დროს აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა.

ანა მარიასთვისაც ყველაზე დიდი საყრდენი სწორედ საკუთარი მოტივაცია აღმოჩნდა.

მისი თქმით, აპლიკაციების პროცესში ყველაზე მეტად ხვდები, რომ წინსვლისთვის მთავარი ძალა შენშია. სწორედ ეს გაძლევს შესაძლებლობას, სირთულეების მიუხედავად არ გაჩერდე და მიზნისკენ სვლა განაგრძო.

დღეს, როდესაც მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტურის წერილი უკვე მის გამოცდილებად იქცა, ანა მარია სხვა ახალგაზრდებსაც იმავე გზავნილს უზიარებს:

„თუ საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრობ, გახსოვდეს, რომ შენი მიზანი იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონია“.

შესაძლებლობები, რომლებიც ახალ გზებს ხსნის

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი სხვადასხვა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რითაც ახალგაზრდა პროფესიონალებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში სრული დაფინანსებით მიიღონ.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში

საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ისე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.

Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. 2027-2028 წლის გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2026 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.

გახდი საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი

წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალ ლოკაციაზე - მადრიდში, Miami Ad School Europe-ში გრძელდება.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 5 სტიპენდიატი.

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Chevening-ის პროგრამაში

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს სრულად უფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2027-2028 წლის პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის

15-17 წლის მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, საქართველოს ბანკი UWC Georgia-ს პარტნიორია.

UWC Georgia მიზნად ისახავს განათლების საშუალებით სხვადასხვა ხალხის, ერისა და კულტურის დაახლოებას. პროგრამა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საინტერესო ლოკაციაზე – მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.

საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს პარტნიორობის ფარგლებში უკვე ორი სტიპენდიატია გამოვლენილი, წლევანდელი კონკურსი 1 აგვისტოს გამოცხადდება.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ფრუტერა“ წარმოების ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს

05.06.2026.18:00

„ფრუტერა“, რომელიც 2021 წელს დაარსებული ქართული საოჯახო ბიზნესია, პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს ახალ პროდუქტებსა და განახლებულ შეფუთვებს სთავაზობს. კომპანიამ ბაზარზე მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი zip ტიპის შეფუთვები წარადგინა, ასორტიმენტს კი პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში და პომიდვრის პესტო დაამატა. მზარდი მოთხოვნის, სუპერმარკეტებთან თანამშრომლობის გეგმებისა და წარმოების განვითარების შესახებ Business Insider Georgia-ს „ფრუტერას“ დამფუძნებელი დავით გელუტაშვილი ესაუბრა.

„გამოვუშვით ახალი zip ტიპის შეფუთვები, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს პროდუქტი გახსნის შემდეგაც კომფორტულად შეინახოს ისე, რომ ჩირი არ გამოშრეს. ჯამში წარმოდგენილია 8 სახის შეფუთვა, მათ შორის 240 გრამიანი და 100 გრამიანი ვარიანტები.

ასორტიმენტს ასევე დაემატა პომიდვრის ჩირი ზეითუნის ზეთში, რომელიც 100 გრამიან შეფუთვაში იქნება ხელმისაწვდომი და პომიდვრის პესტო. პროდუქცია უკვე იყიდება ერთ-ერთ მცირე მაღაზიაში და საკმაოდ მოთხოვნადია, რაც განპირობებულია მაღალი ხარისხის ნედლეულითა და გემოვნური თვისებებით “, - აცხადებს დავით გელუტაშვილი.

კომპანიის პროდუქციას შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა ქლიავის ჩირზე ფიქსირდება.

„ყველაზე დიდი რაოდენობით ქლიავის ჩირი იყიდება. მიუხედავად შარშანდელი რთული სეზონისა და ნედლეულის მაღალი ფასისა, ქლიავის ჩირი კვლავ რჩება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად, რასაც მოსდევს ვაშლის ჩირი. ზოგადად, სხვა პროდუქტებზეც მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. გასულ წელს ასორტიმენტს დაემატა ლეღვის ჩირი, ლეღვის ტყლაპი და ნატურალური წვენები. მთლიანობაში, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, რაც, ჩვენი შეფასებით, განპირობებულია ბრენდის ცნობადობის ზრდითა და პროდუქციის დაგემოვნების შემდეგ მომხმარებელთა ლოიალობით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანია სამომავლოდ პროდუქციის განთავსებას სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელში გეგმავს.

„სამომავლოდ ვგეგმავთ პროდუქციის განთავსებას რამდენიმე სუპერმარკეტში. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არ ვგეგმავთ ფართო ქსელში შესვლას - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი სუპერმარკეტები პრემიუმ ხარისხის პროდუქტებზე იყვნენ ორიენტირებულნი.

წარმოების ზრდის კუთხით ვგეგმავთ არსებული ასორტიმენტის განვითარებას. ქლიავის ჩირის წარმოება გაიზრდება დაახლოებით 30%-ით, ხოლო სხვა პროდუქტებზე ზრდა 5-10%-ის ფარგლებში იქნება, რაც დამოკიდებულია ნედლეულის ფასებზე. მიმდინარე პროგნოზით, ქლიავის ნედლეულის ფასი შარშანდელთან შედარებით უფრო დაბალი იქნება, რაც დაგეგმვის შესაძლებლობას გვაძლევს.
ჩვენი ფოკუსი საქართველოს ბაზარზე რჩება - ვგეგმავთ ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებას, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც განვიხილავთ“ , - აღნიშნავს დავით გელუტაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ფრუტერას“ საწარმო სრულად შეესაბამება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და ჰიგიენურ მოთხოვნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა