მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წარმოება მზარდია, ადგილობრივი ბაზარი გაზრდილია 10%-ით, ექსპორტი კი 28%-ით - მარნეულის სასურსათო ქარხანა

news image
mbc image

მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი 28%-ითაა გაზრდილი. როგორც Business Insider Georgia-სთან საწარმოს დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა განაცხადა, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოება მზარდია. მისი განმარტებით, ადგილობრივი ბაზარი გაზრდილია 10%-ით, ხოლო ექსპორტი 28%-ით. რაც შეეხება საექსპორტო არეალს, “მარნეულის“ პროდუქცია აქტიურად იყიდება როგორც ევროპაში ისე ამერიკის კონტინენტზე. 
„ჩვენი პროდუქცია გადის როგორც ამერიკის კონტინენტზე, ისე ევროპაში - იტალია საბერძნეთი კვიპროსი, ასევე პოსტ საბჭოთა ქვეყნები - უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი“, - ამბობს ვანო ცუკილაშვილი
ირკვევა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციიდან საექსპორტო ბაზრებზე ყველაზე მოთხოვნადი TOP-3 პროდუქტია: ტყემალი, კიტრის მარინადი, აჯიკა. 
საწარმოს დირექტორის თქმით, მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციიდან ამ ეტაპზე დაახლოებით 56 აქტიური პროდუქტია და აქედან ყველაზე მოთხოვნადია: ტყემალი, ტომატ პასტა, მარინადები. 

„ჩვენ ყოველ წელს ვაფართოებთ ასორტიმენტს, წელს ახალი ფორმატები დავამატეთ, მაგალითად 315 გრამიანი ფორმატი“, - აღნიშნავს  ვანო ცუკილაშვილი და დასძენს, რომ საწარმო ბევრ სიახლეს ამზადებს და რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გავა ბაზარზე. 
მარნეულის სასურსათო ქარხანა წლის განმავლობაში დაახლოებით 6 მლნ კგ პროდუქციას ამუშავებს, რომლის 85% „მარნეული აგროზე“ მოდის. 

დღეს „მარნეული აგროს“ პროდუქტები დაახლოებით 487 ჰექტარს ამუშავებს და მოჰყავს როგორც მარცვლოვანი კულტურები - სიმინდი, ხორბალი, ქერი, ისე ბოსტნეულის კულტურები და ასევე ხე-ხილის ბაღები. 
"მარნეულის სასურსათო ქარხანა" დაარსდა 2007 წელს და დღეს საქართველოში ყველაზე დიდი საკვების მწარმოებელი ქარხანაა. 

ქარხანა მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, თბილისიდან 40 კილომეტრში. ადგილმდებარეობის გამო, მარტივდება ნედლეულზე ხელმისაწვდომობა. 

„დაარსების დღიდან უამრავი ინვესტიცია განხორციელდა ქარხნის გათანამედროვებისთვის, რათა პროდუქცია თანამედროვე სამყაროს სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდეს. 2007 წელს დამონტაჟდა იტალიური დანადგარი FENCO, რაც ქარხანას საშუალებას აძლევს სეზონზე 30 000 ტონა ნედლეული ჩაიბაროს და გადაამუშაოს. გერმანულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად  ქარხანამ მიიღო ინფორმაცია და შემდეგ დაამონტაჟა რამდენიმე საწარმოო ხაზი. 

დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს:  Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.

ჩვენს პორტფოლიოს მუდმივად ვაახლებთ და ვაფართოებთ და ვცდილობთ ქართული ბაზრის სრულად მოცვასა და დაკმაყოფილებას. ქარხანა მომხმარებელს სთავაზობს 50 ზე მეტი სახეობის, სხვადასხვა გემოს პროდუქციას, სხვადასხვა ფორმატში. 

ჩვენი ქარხნის პროდუქციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია "სრულად ქართულობა ", რაც გულისხმობს იმას, რომ გამოყენებული ნედლეული მთლიანად საქართველოდანაა. ნაწილს ქარხანა იბარებს პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან“, - აღნიშნულია კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა