მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წარმოებაში 40%-მდე ზრდა გვაქვს - Helios Energy 2023 წელს აჯამებს

news image
mbc image

მზის ენერგია, როგორც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წყარო, საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი მიმართულება ხდება. 

Business Insider Georgia- თან Helios Energy-ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ 2023 წელს კომპანია 8 მეგავატ სიმძლავრეზე გავიდა, რაც მათთვის რეკორდული მაჩვენებელია და წარმოების ზრდამ დაახლოებით 30-40% შეადგინა. 

„ჩვენ წელს ასევე გავზარდეთ კომპანიის პერსონალი. 10 ინსტალატორი გვყავს, ასევე დავიმატეთ პროექტის მენეჯერები. შევქმენით ასოციაცია, რომელიც  16 კომპანიას აერთიანებს. დავიწყეთ რეგულაციებზე მუშაობა, რათა უფრო მეტად გავაუმჯობესოთ საინვესტიციო გარემო მზის ელექტროსადგურების ბიზნესისთვის. 

რაც შეეხება მომავლის გეგმებს, 2024 წელს სულ მცირე 8 მეგავატის მოცულობაზე გასვლას დავისახავთ მიზნად. გარდა ამისა აუცილებლად გადავალთ დიდი სიმძლავრის სადგურების აგებაზე, რომელიც არ არის ე.წ.საკუთარი მოხმარების სადგურები, არამედ ელექტროენერგიას გაყიდის ქსელში“, - ამბობს თორნიკე დარჯანია. 

Helios Energy-ის დამფუძნებლის შეფასებით, ბაზარზე ცნობადობის ზრდა მნიშვნელოვანია თუმცა 2023 წლის მთავარი გამოწვევა პროფესიონალი კადრების დეფიციტია.

„ცნობადობის ზრდაზე აქტიურად ვმუშაობთ, ვცდილობთ კადრების მოზიდვას, რათა გლობალურ ბაზრებზე პროფესიული უნარების განვითარების კუთხით სიახლეებს არ ჩამოვრჩეთ. შევქმენით Helios Energy-ის აკადემია, სადაც კადრებს ვამზადებთ. მომავალ წელს გვექნება პრაქტიკანტების პროგრამა, რათა შემდგომ კომპანიაში დავასაქმოთ თანამშრომლები, რომლებიც პრაქტიკული საქმიანობისას თავს გამოიჩენენ“, - ამბობს თორნიკე დარჯანია. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა