მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წარმოებაში სამჯერადი ზრდაა, ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზეც - ,,ჩირინა"

news image
mbc image

თელავში, წინანდალში მდებარე მცირე საწარმო ,,ჩირინა" „აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარია, რომლის წარმოება და ასორტიმენტი წლიდან წლამდე ფართოვდება.

ჩირის, ცუკატის, ტყლაპის, სხვადასხვა ნუგბარისა და მურაბის მწარმოებელი კომპანიამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სამჯერადი ზრდა შეძლო. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან კომპანიის დამფუძნებელი თამარ ბატიაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, „ჩირინა“ მომხმარებელს საახალწლოდ ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს სასაჩუქრე ბოქსებს, რომლის შემადგენლობაშია  20-ზე მეტი დასახელების ჩირეული, ცუკატები და ტყლაპები. ასევე გაყიდვაშია გულსართიანი ჩირები და ნუგბარის ექსკლუზიური სახეობები. 

„ჩვენი პროდუქცია ნატურალური და უვნებელია, მაქსიმალურად ვართ ხარისხზე ორიენტირებული. ნედლეულს ვყიდულობთ კახეთში ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ტრადიციულ ჩირეულთან ერთად, ქართულ ბაზარზე შემოვედით ინოვაციური პროდუქტებით და ხილის გარდა, წარმოებაში ვიყენებთ ბოსტნეულს. საკუთარი ტექნოლოგიით, ხეჭეჭურის ჯიშის მსხლისგან ვამზადებთ ჩირს, რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდებით. დიდი პოპულარობით სარგებლობს ყაბაყის, სტაფილოს, გოგრის ჩირი. თაფლითა და თხილეულით ვამზადებთ გულსართიან ჩირებს. გვაქვს შოკოლადიანი ჩირების ხაზიც. ჩირეულის გარდა, ვამზადებთ სურნელოვანი ვარდის ჩაის, გამშრალი კენკრით, ციტრუსებითა და ხილით. ყვავილების მურაბებს, რომელსაც დელიკატურ გემოსთან ერთად აქვს სამკურნალო თვისებები. მაგალითად, ვარდისა და ბაბუაწვერას მურაბა. მომავალ წელს დავამატებთ აკაციის ყვავილის მურაბას", - ამბობს თამარ ბატიაშვილი.

რაც შეეხება საახალწლო ბოქსებს, ყველა კატეგორიის მომხმარებელზეა გათვლილი და ფასი საშუალოდ 10-დან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, 2023 წლის დასაწყისში  პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ,,ჩირინამ"  შეიძინა  საწარმოო დანადგარები, რამაც ხელი შეუწყო წარმოების მოცულობის ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას.  ამ დროისთვის მიმდინარეობს საწარმოს ბრენდინგი და უახლოეს პერიოდში,  ბიზნესი სრულად  გაციფრულებული გახდება.

,,საწარმოს გადაიარაღების შესაძლებლობა მოგვცა საქართველოს სავაჭრო პალატისა და USAD-ის ერთობლივმა პროექტმა, რომლის გამარჯვებულებიც ცოტა ხნის წინ გავხდით. ჩვენი ბიზნესის გაციფრულების შემდეგ, მომხმარებელს უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეეძლება მიიღოს დეტალური ინფორმაცია ჩვენი პროდუქციის შესახებ. მომხმარებელი ვებგვერდზე შეძლებს შეიძინოს სასურველი პროდუქტი და მიიღოს სახლიდან გაუსვლელად".- ამბობს თამარ ბატიაშვილი.
მომავალ წელს, „ჩირინას“ ასორტიმენტს პომიდვრის ჩირით დამზადებული ხემსის რამდენიმე სახეობა შეემატება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა