მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

წარმოების გაფართოება, ახალი პროექტები და საერთაშორისო პარტნიორობა - როგორია MENA Furniture-ის განვითარების სტრატეგია

news image
mbc image

ინდივიდუალური ავეჯის მწარმოებელი ქართული ბრენდი MENA Furniture განვითარებისა და გაფართოების ახალ ეტაპზე გადადის. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც წარმოების პროცესების დახვეწაზე, ისე მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული და სრულყოფილი მომსახურების შექმნაზე. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, სალომე კიკვაძემ, განუცხადა.

რა მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს MENA Furniture-ს მიმდინარე პერიოდში?

MENA Furniture-ისთვის მიმდინარე წელი აქტიური განვითარების ეტაპია. ჩვენი მთავარი აქცენტი წარმოების პროცესების სრულყოფასა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული მომსახურების შეთავაზებაზეა. განვაახლეთ ჩვენი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია უფრო ახლოს გაეცნოს ჩვენი მუშაობის სტილს, მასალებსა და ხარისხს. ამასთან, მუდმივად ვამატებთ ახალ მასალებს, ფერებსა და თანამედროვე მექანიზმებს, რათა თითოეული პროექტი იყოს განსხვავებული, პრაქტიკული და სრულად მორგებული დამკვეთის სურვილებზე.

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბოლო პერიოდში? რომელი ტიპის ავეჯზე ფიქსირდება დღეს ყველაზე მაღალი ინტერესი?

ბოლო წლებში მომხმარებელი გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ დიზაინს, არამედ ავეჯის ხარისხს, ფუნქციონალურობასა და დეტალებს. ასევე აშკარად შეინიშნება ინტერესი ბუნებრივი ტექსტურების, მშვიდი ფერების, მინიმალისტური დიზაინისა და ისეთი მექანიზმების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურ გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის.

გეგმავთ თუ არა უახლოეს პერიოდში ახალი კოლექციების, პროდუქციის ხაზების ან სერვისების დამატებას?

დიახ. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ავეჯი, არამედ სრული ინტერიერული გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ინტერიერის დიზაინის მომსახურების განვითარებას და ვაფართოებთ პრემიუმ მასალებისა და თანამედროვე ავეჯის აქსესუარების არჩევანს. ასევე ვმუშაობთ ახალ დიზაინერულ მიმართულებებზე, რომლებიც ევროპულ ტენდენციებსა და მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს აერთიანებს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები? მუშაობთ თუ არა ახალი პარტნიორობების, პროექტების ან საერთაშორისო მიმართულებების განვითარებაზე?

MENA Furniture-ის მთავარი მიზანია, განვაგრძოთ ზრდა და მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურად შექმნილი ავეჯი და ინტერიერული გადაწყვეტილებები. მომავალში ვგეგმავთ წარმოების შესაძლებლობების გაფართოებას, ახალი პროექტების განხორციელებას როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებში და ჩვენი სერვისის კიდევ უფრო განვითარებას.

ასევე, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებაზე, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ თანამედროვე ევროპული მასალებისა და დიზაინის კიდევ უფრო ფართო არჩევანი. ჩვენი მიზანია, MENA Furniture იყოს კომპანია, რომელიც გამოირჩევა ხარისხით, სანდოობითა და თითოეულ პროექტზე ინდივიდუალური მიდგომით.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

23.10.2026.19:57

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.

eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:

• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა