წელს ეკომეგობრული ხაზი შევქმენით, ჩვენი პარტნიორი 50-ზე მეტი სასტუმროა - ,,ზარბაზანი"
2023 წელი კომპანია ,,ზარბაზანის" საქმიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებულია. გარდა იმისა, რომ პარფიუმერული მიმართულება მუდმივად იხვეწება და იზრდება ასორტიმენტი, კომპანიამ წელს ახალი ეკომეგობრული ხაზი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის ჰიგიენური საშუალებების წარმოებას დისპანსერებით, როგორიცაა შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, თხევადი საპონი და ტანის ლოსიონი.
აღნიშნულთან დაკავშირებით Businee Insider Georgia -თან ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე საუბრობს.
,,წლევანდელი მიღწევებით და შედეგით კმაყოფილი ვართ. ვინაიდან ახალ კომპანიას წარმოვადგენთ, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს და მუდმივად მატულობს ინტერესი ჩვენს მიერ გამოშვებული პროდუქციის მიმართ. სასტუმროებთან თანამშრომლობა ჩვენი ახალი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც სასტუმროებს ჰიგიენური საშუალებებით და დისპენსერებით ვამარაგებთ.
თუკი საწყის ეტაპზე ჩვენი პარტნიორი 5 სასტუმრო იყო, დღეს მათი რაოდენობა 50-ს აჭარბებს. მზარდ ტენდენციას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტი ქართული სასტუმროებისთვის განსაკუთრებით კომფორტულია, არ სჭირდებათ წინასწარი შესყიდვები, მარაგები, დასაწყობება და, რაც მთავარია, ჩვენ ვაწვდით ღვინის კოსმეტიკას ღვინის სამშობლოდან. ამით შევძელით, კარგად აგვეწყო ფეხი მსოფლიო ტრენდისთვის, რომელიც ეკომეგობრული მიმართულების გაძლიერებას ითვალისწინებს", - ამბობს ნანა დავითაძე.
გარდა ამისა, როგორც ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი აღნიშნავს, ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება ისეთ ობიექტებში, როგორიცაა თბილისის აეროპორტის დუთი-ფრი, ასევე აფთიაქებში, სასტუმროებსა და სპა ცენტრებში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Zarbazani Wine & Beauty გთავაზობთ საქართველოში დამზადებული, 100 %-ით ნატურალური ღვინის კოსმეტიკას - პრემიუმ ხარისხის თმის და კანის მოვლის საშუალებებს. კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა.
საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.