მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წელს ქართულ თხილზე განსაკუთრებული მოთხოვნაა - GPR Nuts

news image
mbc image

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 5 ქართული კომპანია მონაწილეობდა ფრანკფურტში გამართულ საკვები ინგრედიენტების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში Food Ingredients Europe-ში.  მათ შორის იყო კომპანია "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი" (GPR), რომელიც ქვეყანაში თხილის გადამუშავებითაა დაკავებული.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანია GPR-ის თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ განაცხადა, გერმანიაში გამართულ გამოფენაში ბევრი შემსყიდველი მონაწილეობდა და კომპანიამაც მათთან საექსპორტო არეალის გაფართოებაზე ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო. 

„ღონისძიება სულ ახლახან დასრულდა. გარკვეული შედეგების მიღწევას სჭირდება დრო, თუმცა გეტყვით, რომ გამოფენა იყო საკმაოდ აქტიური. შემსყიდველები იყვნენ იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა. მათთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს.  ქართულ თხილზე ევროპაში სტაბილური მოთხოვნა და ინტერესია“, - აცხადებს ბაია სალუქვაძე.

GPR-ის თანადამფუძნებელი ქართული თხილის კონკურენტულ უპირატესობაზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ქართულ თხილზე მოთხოვნა იზრდება, რაშიც ბიზნესის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. 

„წელს ქართულ თხილზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, რადგან თურქული თხილისგან განსხვავებით, საქართველოში საკმაოდ კარგი მოსავალი გვქონდა. სწორედ ამაში ვაჯერებთ მყიდველებს, რომ წელს ჩვენი თხილის ხარისხი უკეთესია“, - ამბობს GPR-ის თანადამფუძნებელი

თხილის გადამამუშავებელი კომპანიის მფლობელი ამბობს, რომ საქართველოში მომგებიანი მიმართულებაა როგორც თხილის მოყვანა, ისე მისი წარმოება/გადამუშავება. 

„საქართველოში თხილის პირველადი წარმოება საკმაოდ მომგებიანი მიმართულებაა. ფერმერი, რომელიც კარგად უვლის ბაღს, გეგმურად წამლავს - შედეგსაც კარგს იღებს. ჩვენ ფერმერებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ მაქსიმალურად მოუარონ ბაღებს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ვერ დაიდება. რაც უფრო მოვლილია ბაღი, პროდუქციის ხარისხიც უკეთესია და შედარებით ძვირ ფასადაც აბარებენ. აქედან გამომდინარე თხილის მოყვანა მომგებიანი მიმართულებაა. რაც შეეხება თხილის წარმოება/გადამუშავებას, ესეც მომგებიანია, თუმცა იზრდება ფასები და მოგების მარჟა იგივე რჩება. საკმაოდ კონკურენტულ პირობებში გვიწევს მუშაობს“, - აცხადებს  ბაია სალუქვაძე.

ბაია სალუქვაძე მეუღლესთან პარტნიორობით თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს, როგორც სამეგრელოში, ისე კახეთში.

კომპანია GPR 2013 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს ოჯახურს ბიზნესს და პროდუქციის 100%-ს ექსპორტზე ყიდის.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში გაიმართა საკვები ინგრედიენტების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა Food Ingredients Europe, სადაც წარმოდგენილი იყო სასურსათო ინდუსტრიის უახლესი ინგრედიენტები.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გამოფენაზე მონაწილეობდა 5 ქართული კომპანია: Lamaria, Bio Almond Georgia, Snacky, GPR Hezelnut და Georgian Walnut Enterprise.

საქართველოს სტენდზე ღონისძიების სტუმრები ეცნობოდნენ ქართულ პროდუქციას: თაფლს, მიწის თხილის კარაქს, თხილს, ბიო ნუშსა და კაკალს, რამაც გამოფენის ვიზიტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. Food Ingredients Europe წელიწადში ერთხელ იმართება და ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა