მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„წესის მამული“ ტურისტული სერვისების გაფართოებას გეგმავს - რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში მდებარე საოჯახო სასტუმრო „წესის მამული“ სტუმრებს ადგილობრივ გარემოში დასვენებისა და რეგიონის გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. დაახლოებით ორი წლის წინ დაწყებული საქმიანობის ფარგლებში, კომპანია ტურისტული სერვისების განვითარებასა და სეზონის გახანგრძლივებაზე მუშაობს. სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებზე Business Insider Georgia-ს სასტუმროს დამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი ესაუბრა.

„საკმაოდ აქტიური სეზონი გვქონდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ წინა წელთან შედარებით, წელს ქართველი დამსვენებლების წილი უფრო მაღალი იყო. მაქსიმალურად ვცდილობთ, სტუმრებს დამატებითი სერვისები შევთავაზოთ, მათ შორის მასტერკლასები, რათა რაჭა არა მხოლოდ ერთი-ორი თვით, არამედ უფრო ხანგრძლივი პერიოდით მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ვაქციოთ. ამჟამად, რთველის პერიოდშიც გვაქვს რამდენიმე ჯავშანი, მათ შორის ნორვეგიიდან, ბელგიიდან და ისრაელიდან.

სამომავლოდ სასტუმროს ტერიტორიაზე მარნის აშენებას ვგეგმავთ, რაც ახალი სერვისების დამატების შესაძლებლობას მოგვცემს, მათ შორის ღვინის დეგუსტაციების შეთავაზების მიმართულებით. პროექტის განხორციელებას გაზაფხულიდან ვაპირებთ. ეს სტუმრებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილების შექმნას და რაჭის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ზუკა მაისაშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა