„ცეცხლი აინთო“ ფილიალების ქსელის გაფართოებასა და საწარმოს გახსნას გეგმავს
თბილისში, ქართული ბარბექიუს რესტორნის „ცეცხლი აინთოს“ მფლობელი მიხეილ ჩაფურიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ორი ფილიალის გახსნის შემდეგ, საწარმოს შექმნის კონცეფციაზე მუშაობენ.
„მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე ახალი ფილიალი გავხსენით, ახლა კი საწარმოს კონცეფციაზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია გაყიდვების გაზრდა, ამიტომ ვგეგმავთ გავხსნათ საწარმო, სადაც ნახევარფაბრიკატებს დავამზადებთ და თბილისის ფილიალებს მოვამარაგებთ“, - ამბობს მიხეილ ჩაფურიშვილი.
ამასთან,„ცეცხლი აინთო“ რეგიონებშიც გეგმავს გასვლას და ამ მიმართულებით აჭარა, კერძოდ ბათუმი განიხილება.
ცეცხლი აინთო • Tsetskhli Ainto ბარბექიუს რესტორანი თბილისში პირველია, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ მაყალზე მომზადებული კერძების, პირველ რიგში კი ნამდვილი კახური მწვადის დაგემოვნება შეუძლიათ. რესტორანი ახალგაზრდებმა, მიხეილ ჩაფურიშვილმა და გიორგი ახსაბაძემ ერთი წლის წინ გახსნეს და მოთხოვნა უკვე იმდენად დიდია, რომ უკვე ბიზნესის განვითარების გეგმაზეც მუშაობენ და მეორე ფილიალიც გახსნეს.
რესტორნის თანადამფუძნებლის თქმით, მთავარია, რომ ძირითადი პროდუქტის ნიშა შეინარჩუნეს.
მზადდება როგორც კახური, ასევე კლასიკური(ნაკლებ ცხიმიანი) მწვადი, რომლის ღირებულება 16-20 ლარია. კერძს კახური შოთი უფასოდ მოჰყვება. ასევე მენიუშია ქაბაბი და ქათმის მწვადი, რომელიც ძალიან მოსწონთ სტუმრებს.
რესტორის მომხმარებელთა 20%-ს უცხოელები შეადგენენ.
„ცეცხლი აინთო" 2023 წლის 7 ივლისს გაიხსნა საბურთალოზე, ტაშკენტის 10 ნომერში. ამ ეტაპზე კომპანიაში 20-მდე ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.