მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

ციფრული ტრანსფორმაცია და ავტომატიზაცია - რა მიმართულებით ვითარდება IMC

news image

IMC არის ციფრული მარკეტინგისა და ვებ-დეველოპმენტის კომპანია, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ინტერნეტში ზრდასა და განვითარებაში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ვანო ჭულუხაძეს ესაუბრა.

როგორია IMC-ის საქმიანობის სპეციფიკა და რა როლს თამაშობს კომპანია ბიზნესების ციფრულ განვითარებაში?

“აიემსი” არის ციფრული მარკეტინგისა და ვებ-დეველოპმენტის კომპანია, რომელიც ბიზნესებს ეხმარება ონლაინ სივრცეში სწორად პოზიციონირებაში და ზრდაში.
ჩვენი მთავარი როლი არის არა მხოლოდ სერვისის მიწოდება, არამედ ბიზნესისთვის ციფრული სისტემის შექმნა - ვებსაიტიდან დაწყებული, SEO (საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) და მომხმარებლის მოზიდვის არხებით დასრულებული.

რა სერვისებზე მოდის დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა და როგორ იცვლება ტენდენციები ბაზარზე?

დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნაა: ვებსაიტებებზე, SEO ოპტიმიზაციაზე და სოციალური მედიის მართვაზე.

ტენდენცია აშკარად მიდის შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგზე - კომპანიებს აღარ აინტერესებთ მხოლოდ ვიზუალი, მათ სჭირდებათ რეალური შედეგი: ტრეფიკი, ლიდები და გაყიდვები.

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი და ახალი ციფრული ტექნოლოგიები მარკეტინგის სფეროს და როგორ ერგება IMC ამ ცვლილებებს?

ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესებს - კონტენტის შექმნას, ანალიზს და აუდიტორიის უკეთ გაგებას.

IMC აქტიურად იყენებს ამ ტექნოლოგიებს, თუმცა ჩვენი მთავარი ფოკუსი რჩება სტრატეგიაზე - AI არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, მაგრამ შედეგს განსაზღვრავს სწორი მიდგომა და გამოცდილება.

რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა და როგორ ქმნით შედეგზე ორიენტირებულ ციფრულ სტრატეგიებს?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის პრაქტიკული მიდგომა - ვმუშაობთ არა თეორიით, არამედ რეალური შედეგებით.

სტრატეგიას ვაწყობთ კონკრეტული ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე: ვაანალიზებთ ბაზარს, მომხმარებელს და ვქმნით სისტემას, რომელიც მოაქვს რეალური შედეგები.
ჩვენთვის ვებგვერდი არ არის უბრალოდ ვიზუალური პროდუქტი - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც უნდა ქმნიდეს ლიდებს და რეალურ გაყიდვების შესაძლებლობას ბიზნესისთვის.

როგორია კომპანიის განვითარების სტრატეგია და რა მიმართულებით გეგმავთ სერვისების გაფართოებას უახლოეს პერიოდში?

IMC-ის განვითარების სტრატეგია არის სტაბილური ზრდა და სერვისების სისტემატიზაცია.
ვგეგმავთ პროცესების უფრო მეტად ავტომატიზაციას, სერვისების დახვეწას და ისეთი გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც ბიზნესებს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად განვითარდნენ ციფრულ გარემოში.

დღეს, როდესაც ხელოვნურმა ინტელექტმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ყოველდღიური პროცესები, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ავტომატიზირებული სისტემების შექმნაზე, რათა ბიზნესებმა სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და უფრო ეფექტურად მართონ საკუთარი ციფრული რესურსები.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს www.imc.ge.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

15.05.2026.16:30

თიბისი კაპიტალი და ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად მართავენ მაკრო-სექტორულ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და სექტორულ განახლებებს უზიარებენ. ამ ფორმატში მორიგი ღონისძიება - „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - გაიმართა.

შეხვედრა თიბისის კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ AmCham-ის წევრი კომპანიები და ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან.

თიბისი კაპიტალის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკური გარემო მნიშვნელოვნად გართულდა. წლის დასაწყისში საერთაშორისო ბაზრებზე ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის შემცირების მოლოდინი არსებობდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა პროგნოზები შეცვალა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე დამატებითი წნეხი შექმნა - ნავთობის ტრანზიტი 10%-მდე შემცირდა, რაც ინფლაციის ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკებს ზრდის.

ამ ფონზე, საქართველო მდგრად პოზიციას ინარჩუნებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 7.4%-ით გაიზრდება, რასაც ძირითადად ექსპორტის ზრდა განაპირობებს.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, თიბისი კაპიტალის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი დადებითი ტენდენციებით ხასიათდება - 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა 18.7%-ით, ხოლო ფასები 5.6%-ით გაიზარდა. ზრდას განაგრძობს ტურიზმიც - პირველ კვარტალში სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 830 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს ლოგისტიკის სექტორისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის შუა კორიდორზე გაზრდილი მოთხოვნაც, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები ირანის გვერდის ავლით ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს აქტიურად ეძებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა