მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

„ციმციმი“ ასორტიმენტს აფართოებს და ბაზარზე პოზიციებს აძლიერებს

news image
mbc image

სურნელოვანი სანთლებისა და ნატურალური საპნების მწარმოებელი ქართული ბრენდი Tsimtsimi I ციმციმი მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს სთავაზობს. კომპანია ასორტიმენტის გაფართოებას, ახალი მიმართულებების განვითარებას და გაყიდვების არხების გაძლიერებას აგრძელებს. ბრენდის განვითარების, სექტორის ტენდენციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის პარტნიორი, ნანა დავითაძე ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები და რა მიმართულებებს ავითარებთ?

მიმდინარე ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიახლე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაა. მომხმარებელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე, სურნელოვან სანთლებს ახალი არომატები დაემატა. ამისთვის წინასწარ შევისწავლეთ მომხმარებლების სურვილები და სწორედ მათი ინტერესების მიხედვით შევქმენით ახალი პროდუქტები.

გარდა სანთლებისა, დავამატეთ ოთახის სურნელები ფლაკონებში, ასევე დავიწყეთ ეკოლოგიურად სუფთა საპნების წარმოება და ამ მიმართულებითაც გავაფართოვეთ ასორტიმენტი. მომხმარებლების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს სასაჩუქრე ბოქსები, რომლებშიც გაერთიანებულია საპნები და სანთლები.

რაც შეეხება გაყიდვების არხებს, ჩვენი მთავარი მიმართულება კვლავ ონლაინ გაყიდვებია განსაკუთრებით Wolt-სა და Glovo-ზე. ამასთან ერთად, პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა მაღაზიაში და აქტიურად იყიდება ტურისტულ ლოკაციებზე მოწყობილ მარკეტებში, მათ შორის შარდენისა და სიონის ქუჩებზე.

ტურისტების მხრიდან ჩვენი პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ფიქსირდება, რადგან მასში ქართული ელემენტებიც არის ინტეგრირებული. მაგალითად, საპნები სხვადასხვა ფორმით მზადდება - ხინკლის, ქვევრის და სხვა ქართული სიმბოლოების დიზაინით, რის გამოც უცხოელი სტუმრები მათ ხშირად სუვენირებადაც იყენებენ.

როგორია სექტორის განვითარების ტენდენციები?

ვინაიდან ჩვენი პროდუქცია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ტურიზმთან, გაყიდვების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ტურისტების რაოდენობაა. ამ ეტაპზე უცხოელი მომხმარებლები ჩვენი ძირითადი აუდიტორიაა, რადგან საქართველოში ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სახლში გამოყენებული პროდუქტების ხარისხს იქნება ეს სანთელი თუ საპონი. ჩვენი მკაცრი სტანდარტია, რომ სანთლები მზადდებოდეს ნატურალური, სოიოს ცვილისგან და არ შეიცავდეს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს.

იგივე პრინციპებს ვეყრდნობით საპნების წარმოებისასაც - ისინი მზადდება ხელით, ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით. ჩვენი ნიშა სწორედ ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა.

ვფიქრობთ, რაც უფრო გაიზრდება ტურისტების ნაკადი საქართველოში, მით უფრო გაიზრდება ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესიც. განსაკუთრებით ეფექტურია ჩვენი პროდუქციის ტურისტულ უბნებში და იმ სივრცეებში წარმოდგენა, სადაც უცხოელი სტუმრების დიდი რაოდენობა გადაადგილდება. მომხმარებლებისგან ხშირად ვიღებთ დადებით შეფასებებს, რაც კიდევ უფრო გვაძლევს განვითარების მოტივაციას.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

სამომავლოდ ჩვენი მთავარი მიმართულება კვლავ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაა. გვინდა, მომხმარებელს უფრო მეტი არჩევანი შევთავაზოთ და სხვადასხვა გემოვნებისა და საჭიროების ადამიანებს მოვერგოთ - იქნება ეს ტკბილი არომატები, სარელაქსაციო პროდუქტები, მასაჟისა თუ სპა პროცედურებისთვის განკუთვნილი სანთლები.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პროდუქციის ვიზუალურ მხარესაც. მაგალითად, სანთლებში ვიყენებთ ბუნებრივად გამხმარ ყვავილებს - ვარდებს, ლავანდას და სხვა მცენარეებს, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ ესთეტიკას მატებს და კიდევ უფრო ბუნებრივ იერს აძლევს.

ამ ეტაპზე დაახლოებით 20-მდე სახეობის პროდუქტი გვაქვს და მომავალში მათი რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ.

გარდა საცალო მიმართულებისა, გვინდა, უფრო აქტიურად განვვითარდეთ კორპორატიული საჩუქრების მიმართულებითაც - გვინდა, კომპანიებმა ჩვენი პროდუქცია კვლავ განიხილონ ქართულ, განსხვავებულ და ხარისხიან საჩუქრად.

ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას სპა და მასაჟის ცენტრებთან, სადაც ჩვენი პროდუქცია ბუნებრივად ერგება გარემოს სივრცეებს, სადაც მნიშვნელოვანია სასიამოვნო სურნელი, სიმშვიდე და განსაკუთრებული ატმოსფერო. ჩვენი მიზანია, ამ გამოცდილების შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ.

ცნობისთვის, „ციმციმი“ ქართული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით ორი წელია ოპერირებს. ბრენდი მომხმარებელს ნატურალურ პროდუქტებს სთავაზობს, რომლებიც სასარგებლო თვისებებთან ერთად დამატენიანებელი ეფექტითაც გამოირჩევა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image G SNAIL - როგორ შეიძლება ერთმა ინგრედიენტმა საქართველოდან საერთაშორისო კულინარიულ კონცეფციას ჩაუყაროს საფუძველი

06.08.2026.18:00

G SNAIL საქართველოში ლოკოკინაზე დაფუძნებულ გასტრონომიულ კონცეფციას ავითარებს და მომხმარებელს, როგორც უნიკალურ კულინარიულ გამოცდილებას, ისე პრემიუმ პროდუქციას სთავაზობს.

კომპანიის საქმიანობის, განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს G SNAIL-ის CEO და დამფუძნებელი კალანით ცური ესაუბრა.

„დღეს გასტრონომიას მხოლოდ თეფშზე მიტანილი კერძით აღარ აფასებენ. ადამიანები ეძებენ ადგილებს, რომლებიც გააოცებთ, ისტორიებს, რომლებიც მათთან დარჩება და გამოცდილებას, რომელიც რესტორნიდან გასვლის შემდეგაც დიდხანს ემახსოვრებათ.

სწორედ ამ იდეამ მისცა სიცოცხლე G SNAIL-ს - კონცეფციას, რომლის მიზანი მხოლოდ ახალი პროდუქტის გაცნობა არასოდეს ყოფილა. მისი მთავარი მისიაა, შეცვალოს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება იმალებოდეს ერთი, თითქოს კარგად ნაცნობი, ინგრედიენტის უკან.

თბილისში ახლახან გახსნილი G SNAIL Experience Center სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა. ეს მხოლოდ რესტორანი არ არის - ეს არის სივრცე, სადაც სტუმარი აღმოაჩენს, თუ რამდენად განსხვავებულად შეიძლება წარმოჩინდეს ერთი ინგრედიენტი სხვადასხვა კულინარიულ კულტურაში, ტექნიკასა და გემოს ინტერპრეტაციაში. ამ გამოცდილებას კი სრულყოფილს ხდის საგულდაგულოდ შერჩეული ღვინოები, საავტორო კოქტეილები და თანამედროვე სტუმარმასპინძლობის კულტურა.

ამ კონცეფციის საფუძველში ერთი მარტივი, მაგრამ ძლიერი იდეა დგას:

ერთი ინგრედიენტი. უსაზღვრო შესაძლებლობები.

ეს მხოლოდ სლოგანი არ არის. ეს არის ხედვა და გამოწვევა დავამტკიცოთ, რომ საქართველოდან ერთ ინგრედიენტს შეუძლია საერთაშორისო კულინარიული ბრენდის საფუძვლად იქცეს“, - აცხადებს მარიამ აბულაძე.

როგორ დაიბადა იდეა?

ყველაფერი ერთი კითხვით დაიწყო:

შესაძლებელია თუ არა, საქართველოდან შეიქმნას საერთაშორისო კულინარიული ბრენდი?

ჩვენ არ გვინდოდა კიდევ ერთი კარგი რესტორნის შექმნა. გვინდოდა ისეთი კონცეფციის შექმნა, რომელიც აქამდე არ არსებობდა - ბრენდის, რომელსაც ინოვაციასთან, ოსტატობასთან და შემოქმედებითობასთან დააკავშირებდნენ.

ასე დაიბადა G SNAIL.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ უბრალოდ კიდევ ერთი რესტორნის გახსნა არ გვინდოდა. ჩვენი მიზანი ბევრად მასშტაბური იყო - შეგვექმნა კულინარიული კონცეფცია, რომელიც ინოვაციის, პროფესიონალიზმისა და შემოქმედებითი მიდგომის სიმბოლოდ იქცეოდა."

ამ იდეის რეალიზაციისთვის ლოკოკინის არჩევა გაბედული, თუმცა სრულიად გააზრებული გადაწყვეტილება იყო. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ის დელიკატესად მიიჩნევა, საქართველოში კი ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ მესხური კულინარიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორედ ამ განსხვავებამ წარმოშვა მთავარი შესაძლებლობა - საერთაშორისო დელიკატესი ქართული სტუმართმოყვარეობისა და თანამედროვე გასტრონომიის პრიზმაში სრულიად ახალი სახით წარმოგვედგინა.

ამ ხედვამ ორი ურთიერთშემავსებელი მიმართულება გააერთიანა.

პირველი არის G SNAIL Experience Center, სადაც სტუმარი ბრენდის ფილოსოფიას უშუალოდ, კულინარიული გამოცდილების საშუალებით ეცნობა.

მეორე კი პრემიუმ კლასის გაყინული პროდუქტებისა და გურმანული დელიკატესების ხაზია, რომელიც ეტაპობრივად გამოჩნდება სუპერმარკეტებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში, რათა ადამიანებს ლოკოკინის კულტურის საკუთარ სამზარეულოში აღმოჩენის შესაძლებლობა მიეცეთ.

სწორედ ამ ორი მიმართულების ერთობლიობა ქმნის ბრენდს, რომელიც დღევანდელ მოთხოვნებზე კი არა, მომავალ საერთაშორისო განვითარებაზეა ორიენტირებული.

რა განასხვავებს G SNAIL-ს?

თანამედროვეობაში წარმატებას მხოლოდ გამორჩეული კერძები აღარ განსაზღვრავს. ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილები ქმნიან ემოციას, რომელიც სტუმრის მოსვლამდე იწყება და რესტორნიდან გასვლის შემდეგაც გრძელდება.

სწორედ ეს იდეა განსაზღვრავს G SNAIL-ის თითოეულ დეტალს.

სტუმრის პირველი ნაბიჯიდან ყველაფერი ერთ მთლიან გამოცდილებას ემსახურება - ინტერიერი, ატმოსფერო, მენიუს დინამიკა, ღვინისა და კოქტეილების შეხამება, მომსახურების კულტურა და თითოეული კერძის უკან მდგომი ისტორია.

საინტერესოა, რომ სტუმრების ყველაზე გავრცელებული რეაქცია არ არის:

„ლოკოკინა არასოდეს გამისინჯავს.“ ყველაზე ხშირად ისინი ამბობენ: „ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გემო ექნებოდა.“

სწორედ ეს გაოცებაა G SNAIL-ის მთავარი მიზანი.

მენიუს ავტორია ბრენდ-შეფი მანუელ ფაუნდეს ბარანდა, რომლის მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და შემოქმედებითი ხედვა ერთ ინგრედიენტს მრავალფეროვან კულინარიულ მოგზაურობად აქცევს.

აქ ლოკოკინა არ კარნახობს კერძს. პირიქით - სხვადასხვა ტექნიკა, ტექსტურა და გემო აჩვენებს, თუ რამდენად მრავალფეროვანი შესაძლებლობა შეიძლება იმალებოდეს ერთი პროდუქტის უკან.

ამავე დროს, G SNAIL ამ ფილოსოფიას რესტორნის ფარგლებს გარეთაც ავითარებს - პრემიუმ საცალო პროდუქციის შექმნით, რათა მაღალი ხარისხის ლოკოკინის პროდუქტები სახლის სამზარეულოშიც გახდეს ხელმისაწვდომი და ადამიანებს საკუთარი კულინარიული ექსპერიმენტებისთვის შთაგონება მისცეს.

იცვლება თუ არა ქართველი მომხმარებელი?

ჩვენი პასუხი ცალსახაა - დიახ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს გასტრონომიული კულტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადამიანები უფრო ცნობისმოყვარეები გახდნენ, უფრო თამამად ცდიან ახალ გემოებს და სულ უფრო მეტად აფასებენ გამოცდილებას, ვიდრე უბრალოდ კვებას.

"დღეს ადამიანები მხოლოდ რესტორანს აღარ ირჩევენ. ისინი ირჩევენ ისტორიას, ემოციას და გამოცდილებას. მათ სურთ იცოდნენ, საიდან მოდის პროდუქტი, ვინ შექმნა კერძი და რატომ არის ეს ისტორია მნიშვნელოვანი."

სწორედ ამ ინტერესმა შექმნა სივრცე ისეთი კონცეფციისთვის, როგორიცაა G SNAIL.

ჩვენ არ ვითხოვთ, რომ სტუმარმა უცნობი ინგრედიენტი მაშინვე შეიყვაროს.

ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად აღმოაჩინოს იგი.

საუბრები სუფრასთან იწყება, თითოეულ კერძთან ერთად წარმოდგენები იცვლება, ხოლო საღამოს ბოლოს ბევრი სტუმარი სრულიად ახალი დამოკიდებულებით ტოვებს სივრცეს იმ ინგრედიენტის მიმართ, რომელსაც მანამდე სერიოზულად არც კი განიხილავდა.

ჩვენთვის სწორედ ეს შეცვლილი აღქმაა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც თავად კერძი.

ქართული იდენტობა თანამედროვე ინტერპრეტაციით

მიუხედავად იმისა, რომ G SNAIL საერთაშორისო გასტრონომიით არის შთაგონებული, მისი იდენტობა მყარად დგას ქართულ ფესვებზე.

გვჯერა, რომ ყველაზე ძლიერი კულინარიული კონცეფციები სწორედ ისაა, რომლებიც ადგილობრივ კულტურას ინარჩუნებენ და ამავდროულად მსოფლიოსთვის გასაგებ ენაზე საუბრობენ.

ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა ქართული კულინარიული ტრადიციების ჩანაცვლება.

ჩვენ გვინდა მათი ახლებური ინტერპრეტაცია, მათი დაფასება და ისეთი ფორმით წარდგენა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის საინტერესო და აქტუალურია.

ეს მიდგომა Experience Center-ის თითოეულ დეტალში იგრძნობა - ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობიდან და ქართული ღვინოების შერჩევიდან დაწყებული, ქართული გემოების თანამედროვე გააზრებით დასრულებული.

საქართველო ჩვენთვის მხოლოდ ადგილი არ არის, სადაც G SNAIL შეიქმნა.

საქართველო არის ჩვენი ბრენდის იდენტობის საწყისი.

გზა, რომელიც ახლა იწყება

Experience Center-ის გახსნა მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

კომპანია ეტაპობრივად აფართოებს პრემიუმ საცალო პროდუქციის პორტფელს და ემზადება, რომ მისი პროდუქცია სუპერმარკეტებში, დელიკატესების მაღაზიებსა და სპეციალიზებულ სავაჭრო სივრცეებში გამოჩნდეს.

ამავდროულად, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება, რათა G SNAIL-ის კონცეფცია ახალ ბაზრებსაც გააცნოს.

ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა მხოლოდ რესტორნის გახსნა.

ჩვენ გვინდა შევქმნათ კულინარიული ბრენდი, რომელიც საქართველოში დაიბადა, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება გასაგები, საინტერესო და დასამახსოვრებელი.

ეს ამბიციური ხედვაა.

თუმცა ის ერთ ძალიან მარტივ რწმენას ეფუძნება:

დიდი იდეების შესაქმნელად ყოველთვის ბევრი ინგრედიენტი არ არის საჭირო.

ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ერთი.

ერთი ინგრედიენტი.

უსაზღვრო შესაძლებლობები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა