„ციმციმი“ გაფართოებას გეგმავს
ხელნაკეთი სანთლებისა და საპნების მწარმოებელი კომპანია Tsimtsimi•ციმციმი გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო გუგავამ განუცხადა. მისივე თქმით, გამოყოფილია სივრცე, სადაც ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სამომავლო და ძალიან უახლოესი გეგმა არის ის, რომ გავფართოვდეთ საწარმოს მიმართულებით. უკვე გვაქვს გამოყოფილი ფართი, სადაც იქნება ჩვენი საწარმო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ამჟამად, ჩვენი წარმოება შედარებით მცირეა იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებთ. სწორედ ამიტომ წარმოების გაზრდა გვაქვს პირველი ამოცანაა “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გუგავა.
ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე დაახლოებით ერთი წელია რაც გამოჩნდა და მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. „ციმციმი“ მუშაობს ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტებით. კომპანიას, ამ ეტაპზე პირადი მაღაზია არ აქვს. პროდუქციის შეძენა ონლაინ, ვოლტის აპლიკაციით ან „ციმციმის“ ფეისბუქის გვერდიდან არის შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.