„წინ და წინ - განათლებისკენ“ - „თეგეტამ“ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სამ სტუდენტს სწავლა ერთი წლით დაუფინანსა. კომპანიამ სტიპენდია მასშტაბური კამპანიის „წინ და წინ“ ფარგლებში გასცა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ განათლების ხელშეწყობაა. სტუდენტების დაფინანსებისა და დასაქმების კუთხით „თეგეტას“ არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა „კავკასიის უნივერსიტეტთან“ ასეთი პარტნიორობა პირველად შედგა.
„თეგეტას“ სტიპენდიატები გასაუბრების საფუძველზე შეარჩიეს. ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატება, მიზანდასახულობა, ხედვები და სამომავლო გეგმები - არჩევანი სწორედ ამ კრიტერიუმებით გაკეთდა. შოთა ილაშვილმა, მარიამ ტალახაძემ და თათია ნაცვლიშვილმა 100%-იანი სახელმწიფო გრანტი და კავკასიის უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება მოიპოვეს, სწავლის დარჩენილ საფასურს კი „თეგეტა“ სრულად დაუფინანსებთ.
ვერიკო სუჯაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას“,როგორც წარმატებულ და განსაკუთრებული ისტორიის მქონე კომპანიას, საკუთარი წვლილი განათლების მიმართულებითაც შეაქვს. სტიპენდიატები, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ, გამოირჩევიან საკუთარი ხედვებითა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით, რაც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ახალი მასშტაბური კამპანიის „წინ და წინ“ კონცეფციასთან. გვსურს, ამ კამპანიის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ დამატებითი შესაძლებლობა მივცეთ. სწორედ განათლება და ახალგაზრდების ხელშეწყობაა „თეგეტასთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც სხვადასხვა პროექტით ახორციელებს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელი შევუწყოთ სტუდენტებს - წინ და წინ, განათლებისკენ სვლაში“.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.