მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა, ვაგრძელებთ ზრდას ექსპორტის მიმართულებით - ,,სადილი"
„ჯეონატურალსი" წლის შედეგს აჯამებს. „სადილის" ბრენდით წარმოებულ პროდუქტებზე 2023 წელს მოთხოვნა გაორმაგდა, სამომავლო გეგმაშია წარმოების ზრდა და საექსპორტო არეალის გაფართოება, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია საუბრობს.
რაც შეეხება კომპანიის მიღწევებს, ამიკო კალანდიას თქმით, ,,ჯეონატურალსის" საქმიანობაში ერთ-ერთი საუკეთესო წელია, როცა გამოწვევები ფაქტობრივად არ ყოფილა და უკვე 2024 წლიდან გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გაფართოების მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები.
,,2023 წელი ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო. გარდა იმისა, რომ გავედით ექსპორტზე აზერბაიჯანში და ვგეგმავთ გლობალურ ბაზრებზე არეალის გაფართოებას, ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი. წელს მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვახდენთ ჯარის მომარაგებას ჩვენი პროდუქტებით. ამასთან გავხდით FSSC სერტიფიკატის მფლობელი, რაც გზას გვიხსნის მთელ მსოფლიოში, ხარისხის კუთხით ძალიან დიდი აღიარებაა. ქსელურ სუპერმარკეტებზეც გავაფართოვეთ წვდომა , რამაც დადებითად იმოქმედა გაყიდვებზეც. წინა წელთან შედარებით, ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპს სამომავლოდაც შევინარჩუნებთ", - ამბობს ამიკო კალანდია.
მისი ინფორმაციით, 2024 წელს ,,ჯეონატურალსი" დუბაის აგრარული პროდუქტების გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ექსპორტთან დაკავშირებულ გეგმას, ცნობილი ქართული ბრენდი მომავალი წლიდან აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში შევა.
შეგახსენებთ, რომ ,,ჯეონატურალსი“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ,,სადილის“ წლიური წარმადობა 2 500 000 ქილა კონსერვია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.