წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია - Borani River Tour
გასული წლის მაისთან შედარებით მომხმარებლის რაოდენობა გაზრდილია. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანია Borani River Tour - ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე ქიტიაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალ სეზონს კომპანია გარკვეული სიახლეებით შეხვდა.
„მაისის თვიდან სეზონი გავხსენით. განვაახლეთ ინტერიერი და ცვლილებები შევიტანეთ მენიუში. კერძოდ, უფრო მეტად დავამატეთ პოზიცია ქართული სამზარეულოსი, ასევე აზიური, ცოტა იტალიური და ცოტა ფრანგული იმიტომ რომ შესაბამისად ითხოვს ბაზარი. ჩვენთან ტურისტი ჩამოდის თითქმის ყველა ქვეყნიდან. მაისის პირველ ორ კვირას თუ გავითალისწინებთ, წინა წელთან შედარებით მომხმარებლების საგრძნობი ზრდა შეინიშნება “, - ამბობს კონსტანტინე ქიტიაშვილი.
Borani River Tour აქტიურად გეგმავს გაფართოებას და სხვადასხვა მცურავი საშუალებების დამატებას.
„მოგეხსენებათ, შექმნილია საზღვაო და შიდა წყლების უსაფრთხოების სამსახური. აქამდე სამწუხაროდ შიდა წყლების ცურვებს მდინარეებზე, ტბებზე კანონი საერთოდ არ არეგულირებდა და ძალიან სუსტი საკანონმდებლო ბაზა იყო. შესაბამისად, ჩვენ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ორიენტირი არ გვქონდა როგორ უნდა გვექმოქმედა. ეხლა უკვე მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია დამტკიცებულიც არის და ამ კანონის მიხედვით რა თქმა უნდა ვეცდებით ბიზნესის გაფართოებას. დაინტერესებული ვართ მცურავი საშუალებების, სხვადასხვა ნავსაყუდელების დამატებით, საიდანაც შესაძლებელი იქნება სტუმრების მიღება, ჩასმა ადამიანების ნავებზე ან გემზე “- აცხადებს კონსტანტინე ქიტიაშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.