მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

წინანდალში მსოფლიოში აღიარებული ღვინის სიმპოზიუმი Grand Jury Du Vin გაიმართება - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image
mbc image

3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაციის ყველაზე პრესტიჟული „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

საქართველო „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების, ფარგლებში, წინანდალში თავს მოიყრიან მსოფლიოს ღვინის პროფესიონალები - სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ღვინის ენთუზიასტები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ „ბორდო გრანდ კრუს“ კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.

ამასთანავე, „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმი მონაწილეებს კულტურულ პროგრამას წარუდგენს, სადაც სტუმრები როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ხელოვნებასა და გასტრონომიას გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და ქართული ფოლკლორის საღამო სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით. ასევე, სიმპოზიუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ გალა ვახშამს, რომელსაც უმასპინძლებს იან ჰარტვიგი, მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფი და ირაკლი ასათიანი, „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი.

„საქართველოს ბანკი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს, როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვიყოთ მსოფლიოში აღიარებული „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმის მხარდამჭერები, რომელიც  საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტებსა და მოყვარულებს უმასპინძლებს. ეს არის მნიშნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა, კიდევ უფრო  ფართო აუდიტორიას გავაცნოთ 8000 წლის მქონე ქართული ღვინის ისტორია, ხელი შევუწყოთ ქართველ მეღვინეებს,  გავიდნენ  საერთაშორისო ბაზრებზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას მსოფლიო ბაზარზე და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტად  პოპულარიზაციას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

"წინანდლის ღვინის სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის Grand Jury du Vin 25 წევრი. ამ ადამიანებს უდიდესი გავლენა აქვთ ღვინის ინდუსტრიაზე. ჩამოვლენ მსოფლიოს წამყვანი მეღვინეები, ღვინის ექსპერტები, კრიტიკოსები, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორები. ასევე, სომელიეები და ჟურნალისტები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. ასევე იქნებიან ცნობილი მწარმოებლები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მათ შორის - „ოტ ბრიონ“, „ვევ კლიკო“, „ჰენესი“ და ა.შ. ამ 2-დღიანი ღონისძიების მიზანია, რომ ცნობილმა ჟურნალისტებმა და ღვინის ინდუსტრიის გამოჩენილმა წარმომადგენლებმა ზუსტად შეიგრძნონ საქართველოს ტურიზმის პოტენციალი, განსაკუთრებით ქართული ღვინის, გასტრონომიის და კულტურის ხიბლი. ქართველ მეღვინეებს კი საშუალება ეძლევათ  საკუთარი ღვინოები მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტებს წარუდგინონ." - გიორგი რამიშვილი, „სილქ როუდ ჯგუფის" დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა