მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

news image
mbc image

სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალი 3–13 სექტემბერს მერვე სეზონს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი უპრეცედენტოდ მასშტაბურია – მასში 300-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია საერთაშორისო სტუმრებისა და ქართველი შემსრულებლების რაოდენობა პროგრამაში.

წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელიც დაარსების დღიდან ფესტივალის სავიზიტო ბარათად იქცა. წელს ორკესტრში ცხრა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსები გაერთიანდებიან. წინანდალი კვლავ იქცევა სივრცედ, სადაც ნიჭიერ შემსრულებლებს პროფესიული თანამშრომლობისა და კულტურული დიალოგის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (PCYO) წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო საორკესტრო პროექტს, რომელიც აერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდნ და უზბეკეთიდან. ორკესტრი 2019 წელს, წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პირველი სეზონისთვის შეიქმნა. სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედაა.

18-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად ცოცხალი მოსმენების საფუძველზე ფესტივალის მენეჯმენტი არჩევს. მონაწილეები ოთხკვირიანი ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წინანდალში, ფესტივალის დაწყებამდე მუშაობენ და პროფესიულ გამოცდილებას იძენენ ლა სკალას საოპერო თეატრის, მეტროპოლიტენ ოპერის, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის, ვენის სიმფონიური ორკესტრისა და სხვა საერთაშორისო წამყვანი მუსიკალური ინსტიტუციების მუსიკოსებისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით. ფესტივალი საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ორკესტრი მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ასრულებს სიმფონიური მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებს.

2026 წლის სეზონზე პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტით წარდგება მსმენელი წინაშე.

3 სექტემბერს ფესტივალის პირველ კონცერტზე მსმენელი სცენაზე იხილავს მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უხელმძღვანელებს.
შესრულდება პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის პირველი სავიოლინო კონცერტი და რიმსკი–კორსაკოვის სიმფონიური სიუტა “შეჰერეზადა”.

6 სექტემბრის კონცერტი დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს. შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი და მოდესტ მუსორგსკის / მორის რაველის „სურათები გამოფენიდან“- სოლისტი პინკას ცუკერმანი, დირიჟორი- მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა.

9 სექტემბერი - საღამოს კონცერტზე აჟღერდება გვიანი რომანტიზმის ერთ-ერთ უდიდესი შედევრი - გუსტავ მალერის მეორე სიმფონია, „აღდგომა“. ორკესტრთან ერთად სცენაზე ვიხილავთ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს. სოლისტები ხენ რაისი – სოპრანო, ოკა ფონ დერ დამერაუ – მეცო-სოპრანო; დირიჟორი - რაფაელ პაიარე.

13 სექტემბერი - ფესტივალის დასკვნით კონცერტს უდირიჟორებს მაესტრო ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი. შესრულდება: ფრედერიკ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი, რიხარდ შტრაუსის სიუიტა ოპერიდან „ვარდების კავალერი“ და მორის რაველის ვალსი. სოლისტი - დავით ხრიკული.

მდიდარი ისტორიის მქონე წინანდლის მამული დღესაც ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. უნიკალური პარკი, მუზეუმი, თანამედროვე საკონცერტო დარბაზები და გამორჩეული ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად უამრავ სტუმარს იზიდავს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს, 3–13 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი მსმენელს 23 გამორჩეულ დღის და საღამოს კონცერტს შესთავაზებს. მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსები და ფესტივალის რეზიდენტი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს კვლავ ააჟღერებს და დაუვიწყარ შთავბეჭდილებებს შეუქმნიან წინანდლის სტუმრებს.

წინანდლის ფესტივალი აგრძელებს თავის მთავარ მისიას – სამშვიდობო იდეის, მაღალი კულტურული ღირებულებებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას. წინანდლის ფესტივალის ტრადიციული წარმდგენი და უწყვეტი მხარდამჭერი კომპანია სილქნეტია.

ფესტივალის პროგრამის სრულად ნახვა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია: 

https://tkt.ge/show/32141/tsinandlis-festivali-2026

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს

11.09.2026.19:48

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.

ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა