მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი — პრესკონფერენცია ისტორიულ მამულში

news image
mbc image

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიცული პრესკონფერენცია გაიამრთა, სადაც მონაწილეებმა წლევანდელი სეზონის მასშტაბზე და სიახლეებზე ისაუბრეს.
ფესტივალის მე-8 სეზონი 23 დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს სტუმრებს. ღონისძიებას ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი პანკავკასიურ ორკესტრთან და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედასთან ერთად გახსნის. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგება პიანისტი დავით ხრიკული. პანკავკასიურ ორკესტრს მაესტრო ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი უდირიჟორებს.

წინანდლის ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი კომპანია სილქნეტია. უკვე მე-8 სეზონია კომპანია ხელს უწყობს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი კავშირების დამყარებას.

„მოხარული ვარ, რომ წინანდლის ფესტივალი უკვე მერვედ გაიხსნა. ტრადიციულად, ჩვენ გვერდითაა მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა და არაერთი მსოფლიო ვარსკვლავი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელებს, ავი შოშანის და მარტინ ენგსტრომს ასეთი შესანიშნავი ღონისძიებისთვის. მადლობა ასევე ჩვენს ყველა სპონსორს. ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს არაერთი შესანიშნავი კონცერტი და შთამბეჭდავი ღონისძიება ელოდება. წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, მთელი ქვეყანა ზეიმობს ამ თარიღს და ჩვენც მივუძღვნით განსაკუთრებულ ღონისძიებას. იმედი მაქვს, რომ სტუმრები ფესტივალის თითოეული დღით ისიამოვნებენ.
ერთ მნიშვნელოვან სიახლესაც შევეხები: შარშან დავაანონსეთ და მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ახალ პროექტზე, რომელიც უკვე მზადაა. ფესტივალის ტერიტორიაზე აშენდება მესამე საკონცერტო დარბაზი, რომელიც სასტუმროს უკან, ვენახების ტერიტორიაზე განთავსდება. სამუშაოები ფესტივალის დასრულებისთანავე დაიწყება და, ჩვენი ვარაუდით, არაუგვიანეს 2029 წლისა, ფესტივალს მესამე საკონცერტო დარბაზიც შეემატება. ”განაცხადა სილქნეტის და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა

ჯანანდრეა ნოზედა - ფესტივალის მუსიკალური დირექტორი:

“ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად მივიჩნევ წინანდლის ფესტივალს. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის, რომ ყოველწლიურად ვითარდება პროექტი და უფრო და უფრო მაღალ დონეს აღწევს. გაიზარდა მუსიკოსების ჩართულობა, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს მაესტრო კლაუდიო ვანდელის. არჩევს საუკეთესოებს ორკესტრისთვის შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონებში. მათი მონაწილეობა აძლიერებს ფესტივალს. ყველას დიდი მადლობა, ვინც შემოუერთდა ამ მნიშვნელოვან იდეას, რასაც ახალგაზრდების ფრთების გაშლა ჰქვია”.

პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც აერთიანებს დამწყებ ნიჭიერ მუსიკოსებს 8 მეზობელი ქვეყნიდან. მათ შორის არიან ახალგაზრდა შემსრულებლები საქართველოდან. ფესტივალის მე-8 სეზონზე ორკესტრი ოთხ კონცერტს გამართავს.

დავით საყვარელიძე - ფესტივალის გენერალური დირექტორი 

“სულ რამდენიმე საათი რჩება ფესტივალის დაწყებამდე. უკვე მერვე სეზონია ძალიან დიდ სამუშაოს ატარებენ ფესტივალის სამხატვრო და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ხელმძღვანელები, მენეჯერები. ამ ხნის განმავლობაში წინანდლის ფესტივალს ბევრი მეგობარი შემოუერთდა. სილქნეტი იყო პირველი, სილქნეტის გარეშე წარმოუდგენელია წინანდლის ფესტივალი და მისი დამსახურებით და უწყვეტი მხარდაჭერით ფესტივალმა ამდენი გულშემატკივარი შეიძინა. მრავალწლიან მხარდაჭერებს შორის არის “თიბისი ბანკი”, Lexux, Mastercard-ს ქართული წარმომადგენლობა, „ანაგი“, ასევე INVIA, კოკა-კოლა, დიდი წვლილი შეაქვს Steinway & Sons Georgia-ს, მათი დამსახურებაა ვარსკვლავური შემსრულებლების ჩვენს ფესტივალზე მხარდაჭერა. წელს გენერალური სპონსორი შემოგვემატა სილქ დეველოპმენტის სახით. დიდი მადლობა მათ ყველას.”

წლევანდელი სეზონის საფესტივალო პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია და მასში 300-ზე მეტი მუსიკოსია ჩართული. სცენაზე ვიხილავთ თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდს. ამფითეატრის სცენა ტრადიცულად დაეთმობა ნაციონალურ ბალეტს „სუხიშვილები“. ფესტივალზე განსხვავებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი ჟორჟ ბიზეს „კარმენი“. დმიტრი კრიმოვის დადგმაში ანიტა რაჭველიშვილი, ნიკა ლაგვილავა, მიხეილ შეშაბერიძე და ანა ფალავანდიშვილი მონაწილეობენ.

მდიდარი ისტორიის მქონე წინანდლის მამული კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

23.10.2026.11:35

ლოს-ანჯელესში გამართულ Kong Innovator Awards 2026-ზე თიბისიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ნომინაციაში Top Kong Innovator – Developer Experience გაიმარჯვა. ჯილდო თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტისთვის - API-ინტეგრაციის პლატფორმის განახლებისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესებისთვის გადაეცა. 

გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, თიბისი ცენტრალიზებული ინტეგრაციის მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადავიდა. ცვლილების შედეგად, პროდუქტულ გუნდებს API-ების დამოუკიდებლად მოძიების, გამოყენების, გამოქვეყნებისა და მართვის შესაძლებლობა მიეცათ; ცენტრალური გუნდი კი, პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე კონცენტრირდა. ამ ახალმა მიდგომამ ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შეამცირა.

განახლებული პლატფორმა თიბისის 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს. ეს შედეგები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანობას აჩვენებს და ქმნის უფრო მოქნილ, მასშტაბირებად საფუძველს მომავალი ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე - Kong API + AI Summit 2026 - თიბისისწარმომადგენლებმა - სერგო როსტიაშვილმა (პლატფორმების ლიგის ლიდერი) და ვატო ველიაშვილმა (პროდუქტის მფლობელი/გუნდის კაპიტანი) აუდიტორიას თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი წარუდგინეს და ბანკის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციაში Kong-ის ხელმძღვანელებთან ერთად ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Spotify, Dell, Prudential და Ericsson.

Kong Innovator Awards 2026-ზე მიღებული აღიარება ადასტურებს თიბისის ტექნოლოგიური გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობას - როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვის, ისე მუშაობის მოდელის გარდაქმნისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა