მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

წინანდლის ფესტივალს სილქნეტი მერვედ წარადგენს

news image
mbc image

3–13 სექტემბერს წინანდლის ისტორიული მამული მერვედ უმასპინძლებს კლასიკური მუსიკის ფესტივალს, რომელიც უკვე წლებია საქართველოსა და რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენად მიიჩნევა. ფესტივალი, ტრადიციულად, სილქნეტის წარდგენით გაიმართება და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 23 დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებს.

წინანდლის ფესტივალი წელსაც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს გააერთიანებს. ფესტივალს ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი გახსნის. პან კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობითა და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით შესრულდება პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის სავიოლინო კონცერტი No. 1 და ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუიტა „შეჰერაზადა“.

დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:

„წლევანდელი ფესტივალი თავისი მასშტაბითა და პროგრამის მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამორჩეულია. ფესტივალში 300-ზე მეტი მონაწილეა ჩართული, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ასევე, რეკორდულია საერთაშორისო სტუმრების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფესტივალის მზარდ გლობალურ მნიშვნელობას. წინანდლის ფესტივალი არამხოლოდ კლასიკური მუსიკის უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენს, არამედ ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს კულტურებს შორის დიალოგისთვის და ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარებისათვის.”

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოდან და ცხრა მეზობელი ქვეყნიდან აერთიანებს, წელს ოთხ კონცერტს გამართავს ფესტივალის მუსიკალური დირექტორის ჯანანდრეა ნოზედას, რაფაელ პაიარეს და ნიკოლაი შეპს-ცნაიდერის ხელმძღვანელობით.

გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის თავმჯდომარე და წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი:

„წინანდლის ფესტივალის მისიაა სამშვიდობო იდეის, მაღალი კულტურული ღირებულებებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარება, ასევე წინანდლის მამულის მდიდარი ისტორიის გაგრძელება. წელს წინანდლის ფესტივალი კვლავ გააერთიანებს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის ნიჭიერ მუსიკოსებს. დღეს, როდესაც მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის გზავნილი კიდევ უფრო აქტუალურია. მოუთმენლად ველით ახალგაზრდა ტალანტების, გამორჩეული სოლისტების, დირიჟორებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კლასიკური მუსიკის მოყვარულების მასპინძლობას წინანდლის ისტორიულ მამულში.“

წლევანდელი ფესტივალი ქართველი მუსიკოსების მრავალრიცხოვანი მონაწილეობით გამოირჩევა. მე-8 სეზონს შეუერთდება თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდი. კონცერტებს გამართავენ გიორგი გიგაშვილი და გიორგი მარდალეიშვილი. ამფითეატრის სცენა ტრადიცულად დაეთმობა ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“. ფესტივალზე განსხვავებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი ჟორჟ ბიზეს „კარმენი“, ანიტა რაჭველიშვილის, ნიკა ლაგვილავას, მიხეილ შეშაბერიძისა და ანა ფალავანდიშვილის მონაწილეობით. წლევანდელ სეზონს ქართველი პიანისტი დავით ხრიკული დახურავს.

წინანდლის ფესტივალი აგრძელებს თავის მისიას - კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერასა და შემოქმედებითი კავშირების დამყარებას. სილქნეტი, როგორც ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი, ამ ტრადიციის გაგრძელებას უკვე მერვე წელია უზრუნველყოფს.

წინანდლის ფესტივალის პროგრამის გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან - თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

23.10.2026.11:35

ლოს-ანჯელესში გამართულ Kong Innovator Awards 2026-ზე თიბისიმ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ნომინაციაში Top Kong Innovator – Developer Experience გაიმარჯვა. ჯილდო თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტისთვის - API-ინტეგრაციის პლატფორმის განახლებისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესებისთვის გადაეცა. 

გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, თიბისი ცენტრალიზებული ინტეგრაციის მოდელიდან დეცენტრალიზებულ API-ეკოსისტემაზე გადავიდა. ცვლილების შედეგად, პროდუქტულ გუნდებს API-ების დამოუკიდებლად მოძიების, გამოყენების, გამოქვეყნებისა და მართვის შესაძლებლობა მიეცათ; ცენტრალური გუნდი კი, პლატფორმის განვითარებაზე, საერთო სტანდარტებსა და სხვა გუნდების მხარდაჭერაზე კონცენტრირდა. ამ ახალმა მიდგომამ ინტეგრაციების შექმნის დრო 80%-ით შეამცირა.

განახლებული პლატფორმა თიბისის 150 გუნდს ემსახურება და თვეში 8 მილიარდზე მეტ API-მოთხოვნას ამუშავებს. ეს შედეგები ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების ეფექტიანობას აჩვენებს და ქმნის უფრო მოქნილ, მასშტაბირებად საფუძველს მომავალი ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენციაზე - Kong API + AI Summit 2026 - თიბისისწარმომადგენლებმა - სერგო როსტიაშვილმა (პლატფორმების ლიგის ლიდერი) და ვატო ველიაშვილმა (პროდუქტის მფლობელი/გუნდის კაპიტანი) აუდიტორიას თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროექტი წარუდგინეს და ბანკის გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციაში Kong-ის ხელმძღვანელებთან ერთად ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Spotify, Dell, Prudential და Ericsson.

Kong Innovator Awards 2026-ზე მიღებული აღიარება ადასტურებს თიბისის ტექნოლოგიური გუნდის მიერ განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობას - როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვის, ისე მუშაობის მოდელის გარდაქმნისა და დეველოპერული გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა