მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

წინანდლის ფესტივალს უკვე მერვედ კომპანია სილქნეტი წარადგენს

news image
mbc image

წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ზეიმი დაიწყო. უკვე მერვედ მსოფლიოს წამყვანი შემსრულებლები კლასიკური მუსიკის შედევრების ასაჟღერებლად შეიკრიბნენ ჯადოსნურ გარემოში. უკვე მერვე წელია კომპანია სილქნეტი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენის - წინანდლის ფესტივალის - წარმდგენია. წლევანდელი სეზონი 23 კონცერტს მოიცავს და 10 დღე გაგრძელდება.

გიორგი რამიშვილი, წინანდლის ფესტივალის/სილქნეტის დამფუძნებელი:

“მოხარული ვარ, რომ წინანდლის ფესტივალი უკვე მერვედ გაიხსნა. ტრადიციულად, ჩვენ გვერდითაა მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, ლიზა ბათიაშვილი და არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი. ფესტივალის განმავლობაში სტუმრებს მრავალი შესანიშნავი კონცერტი და შთამბეჭდავი ღონისძიება ელოდება. წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, მთელი ქვეყანა ზეიმობს ამ თარიღს და ჩვენც მივუძღვნით განსაკუთრებულ ღონისძიებას. იმედი მაქვს, რომ სტუმრები ფესტივალის თითოეული დღით ისიამოვნებენ.

ერთ მნიშვნელოვან სიახლესაც შევეხები: შარშან დავაანონსეთ და მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ახალ პროექტზე, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაში გადადის. ფესტივალის ტერიტორიაზე, სასტუმროს უკან აშენდება მესამე საკონცერტო დარბაზი.

წინანდლის მამულის განვითარების გენერალურ გეგმაზე მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი, კომპანიის Kengo Kuma & Associates ვიცე პრეზიდენტი იუკი იკეგუჩი და მათი დიდი ხნის პარტნიორი, ლანდშაფტის არქიტექტორი ვლადიმერ ჯუროვიჩი მუშაობენ. სამუშაოები ფესტივალის დასრულებისთანავე დაიწყება და, ჩვენი ვარაუდით, არაუგვიანეს 2029 წლისა, ფესტივალს მესამე საკონცერტო დარბაზიც შეემატება.”

ერკინ ტატიშევი, წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელი: “წინანდლის ფესტივალი მართლაც უნიკალურია. ამას განსაკუთრებით კარგად ვგრძნობთ, რადგან წინანდლის მამულის ისტორია კარგად ვიცით და გვესმის, რამდენად უნიკალურია ეს მამული, საქართველო, კახეთი. აქ, წინანდლის ფესტივალზე, ადამიანებს შორის ერთიანობის, მეგობრობის და სიყვარულის გამორჩეული განცდაა. ვფიქრობ, ეს რაღაც ძალიან ქართულია — მუსიკოსები, მხარდამჭერები, მსმენელები, ყველა ერთად, თითქოს ერთი მთლიანის ნაწილია.
წელს პროგრამაში ბევრი სიახლე გვაქვს — ის უფრო კომპლექსური, მრავალფეროვანი და საინტერესოა. წელს ახალგაზრდული ორკესტრის შემადგენლობა უფრო გამოცდილია და ჩვენც მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა. სწორედ ამიტომ, ფესტივალიც წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება.”

ფესტივალის პირველ დღეს სცენა დაეთმო მსოფლიოში აღიარებულ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს და პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. შესრულდა პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის პირველი სავიოლინო კონცერტი და რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სიუტა შეჰერეზადა. წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათად ქცეული პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის პირველი გამოსვლა 2026 წლის სეზონზე ხანგრძლივი ოვაციებით დასრულდა.

ლიზა ბათიაშვილი, მევიოლინე:

„წელს პირველი კონცერტი მქონდა პან-კავკასიურ ორკესტრთან და მაესტრო ჯანანდრეა ნოზედასთან ერთად, რომელიც უდიდესი დირიჟორი და მასწავლებელია. ახალგაზრდული ორკესტრი კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. წინანდალში ყოველ წელს ჩამოდიან ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც აქ ბევრ რამეს სწავლობენ და უდიდეს გამოცდილებას იღებენ. მიმაჩნია, რომ კლასიკური მუსიკა ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „სილქნეტი“ და სხვა სპონსორები გვაძლევენ შესაძლებლობას, ასეთი განსაკუთრებული დღეები ვაჩუქოთ საქართველოს. მინდა მათ მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ასეთ ჯადოსნურ დღეებს გვჩუქნიან ჩვენ, მუსიკოსებს, და ჩვენთან ერთად, მსმენელსაც.“

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს დაარსდა. ახალგაზრდა მუსიკოსებისს შერჩევა ყოველწლიურად მეზობელი ქვეყნებიდან კონკურსის საფუძველზე ხდება. წელს ორკესტრში გაერთიანდნენ ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან. 2026 წლის სეზონზე ორკესტრი 4 კონცერტს შეასრულებს.

3 იდან 13 სექტემბერამდე, წინანდლის ფესტივალი მსმენელს 23 გამორჩეულ დღის და საღამოს კონცერტს შესთავაზებს. წლევანდელი ფესტივალი უპრეცედენტოდ მასშტაბურია. მასში 300-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია უცხოელი სტუმრებისა და ქართველი შემრულებლების რაოდენობა მრავალფეროვან საფესტივალო პროგრამაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

05.09.2026.14:46

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou”. SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პავილიონში 11 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. 

„SIAL Guangzhou“ ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის.

ჩინეთში „SIAL Guangzhou“-ზე საქართველოს პავილიონის პირველად წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, რაც ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

SIAL-ის საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციონირების გაძლიერებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა