მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7264.4
-0.0068
flag
AZN 1.5739
-0.0004
flag
CNY 39.318
0.0002
flag
EUR 3.1034
-0.0045
flag
GBP 3.5838
-0.001
flag
KZT 56.65
-0.0017
flag
TRY 0.0587
0
flag
USD 2.6751
-0.0007
news banner

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

news image

3-13 სექტემბერს, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, რიგით მერვედ უმასპინძლებს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს და მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს. ფესტივალი ტრადიციულად წინანდლის მამული გაიმართება და სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს.

ფესტივალის სცენაზე წელს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ვარსკვლავები წარდგებიან, მათ შორის: ჯანანდრეა ნოზედა, ლიზა ბათიაშვილი, პინკას ცუკერმანი, სერგეი ბაბაიანი, მარკ-ანდრე ჰამელინი, ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი, დავით ხრიკული და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი.

თიბისი, როგორც კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების აქტიური მხარდამჭერი, უკვე წლებია ხელს უწყობს საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. კლასიკური მუსიკის მხარდაჭერა თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ინიციატივები ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ხელმისაწვდომს ხდის, ხოლო ახალგაზრდა მუსიკოსებისა და მსმენელებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას ქმნის.

წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტ და WM Visa ბარათის მომხმარებლები ბილეთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ხოლო 28 მაისიდან კი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ Tsinandali Festival.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წლების მატებასთან ერთად, ადგილობრივი ტალანტების კვალიფიკაციაც იზრდება, რადგან ისინი უკვე გამოცდილ კადრებთან ერთად მუშაობენ - თორნიკე სულაბერიძე

20.05.2026.16:30

ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განმარტებით, საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის ზრდა საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა. მისი თქმით, ეს პროცესი გრძელვადიანია და ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ქართველ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, უცხოელი პროფესიონალები ეტაპობრივად ჩაანაცვლონ. 

„ის, რომ სექტორი ასეთი მასშტაბური გახდა, ასე გაიზარდა და ამხელა ძალასა თუ ინტერესს წარმოადგენს, 5-7 წლის წინ ასე არ იყო. როდესაც ჩვენ ამ სფეროს განვითარება დავიწყეთ, ძალიან დიდი ეფექტი იქონია საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისა და მათთან ერთად მიგრანტების შემოსვლამ.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანიები რომ შემოსულიყვნენ საქართველოში და მათთან ერთად უცხოური ძალა არ გადმოსულიყო, ისინი უბრალოდ ვერ იპოვიდნენ აქ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ის უცხოელები, რომლებიც დღეს საქართველოში ამ სექტორში არიან დასაქმებულები (ბევრი მათგანი უკვე წავიდა, თუმცა ვინც დარჩა), ისინი სამუდამოდ არ აპირებენ აქ დარჩენას და საბოლოო ჯამში ისინიც საქართველოდან წავლენ. თუმცა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პერიოდი, სანამ ისინი აქ არიან, ის კომპანიები უკვე გადმოვიდნენ და მათ ისინი ახორციელებენ ნელ-ნელა ჩანაცვლებას. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, იმიტომ რომ გამომდინარე ჩვენი მუშა რესურსისა, შეუძლებელი იყო ვთქვათ იგივე 52 000-ვე ადამიანი ყოფილიყო ქართველი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობდა შესაბამისი კვალიფიკაციის ტალანტი. 

სწორედ ამიტომ, წლების მატებასთან ერთად, ჩვენი ადგილობრივი ტალანტების კვალიფიკაციაც იზრდება, რადგან ისინი უკვე გამოცდილ კადრებთან ერთად მუშაობენ და გარკვეულ ეტაპზე ამ ადამიანების სრული ჩანაცვლება მოხდება.

კონკურენცია საერთოდ არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, თუ შრომით ბაზარზე ტექნოლოგიების კუთხით უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, ნებისმიერი მატება, პირიქით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. ის, რომ ადგილობრივები განათლებას მიიღებენ და უმუშევრები დარჩებიან, სრულიად გამორიცხულია.

ამ სფეროზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კომპანიებისგან ყოველთვის მესმის, რომ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება სურთ, თუმცა, ფიზიკურად, შესაბამისი რაოდენობა არ გვყავს. მიუხედავად ამისა, რადგან ამ მიმართულებით პროგრესი არსებობს და პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, კომპანიებს სამომავლო პროგნოზირება უადვილდებათ. მათ უკვე ჰყავთ დასაქმებული ქართველები და იციან, რამდენად ნიჭიერები არიან ისინი ამ სფეროში.

მე ყოველთვის ამ მაგალითს მოვუხმობ ხოლმე, ჩვენ ვერ გავხდებით მსოფლიოში ტალანტების მასიური მიმწოდებელი, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დემოგრაფიული რესურსი, თუმცა ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ მაღალი ხარისხის ტალანტების ნიშური მიმწოდებელი ტექნოლოგიურ სფეროში“, - აცხადებს სულაბერიძე. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა