წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ქალთა კვირეულს მართავს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
წინანდლის მამული, SOLO და Visa-ს მხარდაჭერით და „პორშე ცენტრ თბილისთან“ პარტნიორობით, 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ქალთა კვირეულს გამართავს.
კვირეულის ფარგლებში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში - დაესწრონ საფორტეპიანო კონცერტს, მოუსმინონ კლასიკური ჯაზის ტრიოს შესრულებას. ასევე, დაესწრონ SOLO Talk-ებს, რომლებსაც ფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი და ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვებიან.
ამასთან, 2-3 მარტს სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ჩატარდება დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც.
8 მარტს კი წინანდლის მამული განსაკუთრებულ ვახშამს უმასპინძლებს. „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი სტუმრებს მე-19 საუკუნის ჭავჭავაძეების ოჯახის ქალების რეცეპტებით ინსპირირებულ მენიუს შესთავაზებს. გასტრონომიულ საღამოს გაუძღვება ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო მუსიკალური ნაწილი მთლიანად ინოლა გურგულიას შემოქმედებას მიეძღვნება (ია და დავით შუღლიაშვილებისა და თამარ თოლორდავას შესრულებით).
მარტის თვის ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
დამატებით, 1-დან 10 მარტამდე, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, SOLO Visa ბარათით გადახდისას, მომხმარებლები წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. მეტი დეტალისთვის გადადით ბმულზე.
სასტუმროს ჯავშანთან დაკავშირებით, დაუკავშირდით სილქ ჰოსფითალითის კონტაქტ ცენტრს ტელეფონის ნომერზე: 032 2402 222 ან მეილის მისამართზე: welcome@silkhospitality.com
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.