„წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ ტრადიციულად ქცეულ გიორგობისთვეს SOLO-სა და Mastercard-თან ერთად მასპინძლობს
სასტუმრო „წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ სტუმრებს გიორგობისთვის მრავალფეროვანი ღონისძიებებით მასპინძლობს. სილქ ჰოსფითალითი, SOLO-სა და Mastercard-თან ერთად უკვე მესამე წელია, გიორგობისთვის პროექტს ანხორციელებს. პროგრამა შედგება კულტურული, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებისგან, რომელიც სასტუმროს სტუმრებს წინანდალში განსაკუთრებულ დასვენებასთან ერთად დაუვიწყარი და შთამბეჭდავი შაბათ-კვირის გატარებას სთავაზობს.
კერძოდ, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ნოემბრის თვის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პადელის ჩემპიონატში, დაესწრონ ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრების გამოფენას, ისიამოვნონ იაპონელი სენსეი კენჯი აზუმას ბგერითი თერაპიით ლიკა ევგენიძესთან ერთად, მოისმინონ National Geographic-ის მიერ წარმოდგენილი სალონური საუბრები, მონაწილეობა მიიღონ საახალწლო განათების ცერემონიაში და სხვა.
სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
გიორგობისთვე წინანდლის მამულის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. მე-19 საუკუნიდან დღემდე ჭავჭავაძეების წინანდლის მამული ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. საგვარეულო მამული მისმა პირველმა მფლობელმა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა და მრავალმხრივი გატაცებების მქონე - ალექსანდრე ჭავჭავაძემ ევროპული სალონური და ინტელექტუალური ცხოვრების ქართულ რეალობაში შემოტანის იდეით შექმნა. ჭავჭავაძეების მამული დაარსების დღიდან მასპინძლობდა ქართველ მწერლებისა და პოეტების ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებსა თუ ევროპული კულტურის გამოჩენილ ფიგურებს. წინანდლის მამულის სასტუმრო “რადისონ ქოლექშენის” გახსნის შემდეგ, “სილქ ჰოსფითალითიმ” არაერთი პროექტი განახორციელა, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის ტრადიციების გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ამჟამად წინანდლის მამული, SOLO და Visa წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის წამოწყებული ტრადიციის გაგრძელებაა.
ინფორმაციისთვის, გიორგობისთვის ფარგლებში, SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას, მომხმარებლები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის: შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 032 2 402 222 ან დაუკავშირდეთ მეილის საშუალებით: welcome@silkhospitality.com
გიორგობისთვის მხარდამჭერები არიან: Volvo Car Sakartvelo, სილქ ჰოსფითალითი და სილქ დეველოპმენტი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.