წინანდლის მამულში „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით გიორგობისთვე გაიმართება - პროექტის მხარდამჭერია SOLO და Mastercard-ი
15 ნოემბრიდან, სასტუმრო „წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი“ სილქ ჰოსფითალითის, SOLO-სა და Mastercard-ის ერთობლივ პროექტს, განსაკუთრებულ კულტურულ - შემეცნებით ღონისძიებას - გიორგობისთვეს უმასპინძლებს.
გიორგობისთვე წინანდლის მამულის თანამედროვე ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც ნოემბრის თვის განმავლობაში სტუმრებთან ერთად წამყვან ქართველ არტისტებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს აერთიანებს. სწორედ აქ, SOLO მომხმარებლები, შეძლებენ შეუერთდნენ მრავალფეროვან აქტივობებს, იქნება ეს ბგერითი თერაპია, მედიტაცია, იოგა, კინოჩვენება, დეგუსტაცია, პადელის ჩემპიონატი თუ სხვა. სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია ბმულზე
„წინანდლის მამულში გიორგობისთვის აღნიშვნა ტრადიციად იქცა. უკვე მეორედ ვმასპინძლობთ განახლებული პროგრამით. აქ ჩამოსვლისას, დასვენებასთან ერთად სტუმრებს საინტერესო აქტივობები და გარემო დახვდებათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუმარს, ვინც ერთხელ მაინც ეწვევა წინანდლის მამულს, აქ დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს, “ - აღნიშნავს ნუცა რამიშვილი, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ გენერალური მენეჯერი.
"გიორგობისთვის" ფარგლებში, SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას, მომხმარებელი ისარგებლებს 1+1 აქციით, რაც გულისხმობს სასტუმრო Radisson Collection-ის +1 ნომერს ან +1 ღამეს საჩუქრად. დამატებითი ინფორმაციისთვის: შეგიძლით დარეკოთ ნომერზე: 032 2 402 222 ან დაუკავშირდეთ მეილის საშუალებით: welcome@silkhospitality.com
"გიორგობისთვის" მხარდამჭერები არიან: Zeekr საქართველო, სილქ ჰოსფითალითი, Silk Rewards.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.